„მერაბი უმარს უბრალოდ დასცინოდა“ - UFC-ის ლეგენდა „მანქანაზე“
UFC-ის ლეგენდარულმა მებრძოლმა, ყოფილმა ჩემპიონმა და ამჟამად დიდების დარბაზის წევრმა, მეტ სერამ მერაბ დვალიშვილისა და უმარ ნურმაგომედოვის ბრძოლა გაიხსენა და ქართველი „მანქანის“ მიმართ აღფრთოვანება ვერ დამალა.
რას ამბობს სერა მერაბზე:
„მერაბის სახით, ასეთი „საწვავის ავზი“ არასდროს მინახავს. დამერწმუნეთ, ცხოვრებაში ბევრი მებრძოლი მინახავს, მაგრამ მერაბის მსგავსი მებრძოლი არასდროს შემხვედრია. ის მთელი კარიერის განმავლობაში ებრძოდა მოჭიდავეებსაც და სტრაიკერებსაც. და უბრალოდ, არ აინტერესებს მის წინ ვინ დგას - ყოველ ჯერზე, ის მოწინააღმდეგეზე დიდ ზეწოლას ახდენს და ყოველთვის წინ მიდის. როდესაც მის წინააღმდეგ მიწაზე გადაყვანის მცდელობა აქვთ, ეს ნებისმიერი მებრძოლისთვის საკმაოდ დამქანცველად ითვლება, რადგან ეს გამუდმებით წარუმატებელ მცდელობად რჩება. როგორც ვიდეო-თამაშებში ხდება, შენი ენერგიის დონე მაშინვე იცლება. მერაბი კი პირიქით, ამას შეუჩერებლად აკეთებს და მისი ენერგიის ავზი არასდროს იცლება“.
„უმარ ნურმაგომედოვმა პირველ რაუნდში ცოტა ენერგია დახარჯა, მეორე რაუნდში შედარებით გააქტიურდა, მესამეში კი ენერგიისგან პრაქტიკულად გამოფიტული იყო. მეოთხე რაუნდში დაფინიშებას გადარჩა, მეხუთეში კი მას მერაბი უბრალოდ დასცინოდა. უმარი ოქტაგონში უბრალოდ შეაგდეს, დვალიშვილი კი პუბლიკაზე თამაშობდა. მისი ბრძოლა გამაოგნებელი იყო“.
შეგახსენებთ, რომ მერაბ დვალიშვილმა უმარ ნურმაგომედოვის წინააღმდეგ ქამარი მიმდინარე წლის იანვარში დაიცვა. ქართველმა „მანქანამ“ რუსი მებრძოლი 5-რაუნდიან დაპირისპირებაში მსაჯების ერთსულოვანი გადაწყვეტილებით დაამარცხა.