ილია თოფურია, ჩარლზ ოლივეირა
Aa
Aa

სანამ დივიზიონის სიძლიერეზე ისაუბრებს - თოფურიამ ჩარლზს კაბ სვანსონი შეახსენა

წამყვანი მებრძოლების მონაწილეობით მსუბუქ წონით დივიზიონში საინტერესო ბრძოლების ჩანიშვნამდე, სპორტსმენები ერთმანეთისადმი გამოწვევი რეპლიკების სროლით არიან დაკავებულები. სიტუაცია გაცილებით დაიძაბა განსაკუთრებით მას შემდეგ, როდესაც ილია თოფურიამ ქვემსუბუქი წონის ქამარი ვაკანტური გახადა და ერთი დივიზიონით ზევით აინაცვლა. ქართველ ჩემპიონზე რამდენიმე დღის წინ ჩარლზ ოლივეირამ წყენით აღნიშნა, რომ ის ბევრ სისულელეებს ამბობს და მოწინააღმდეგეებს პატივს არ სცემს, რაზეც სათანადო პასუხი მალევე მიიღო.

ილია თოფურია

ოლივეირას პროვოცირებას ნამდვილად არ ვცდილობ, უბრალოდ სიმართლეს ვამბობ. არ დაგავიწყდეთ, რომ მას კარიერაში 10 მარცხი აქვს. ჩარლზი გამუდმებით იმას იმეორებს, რომ მსუბუქი წონითი დივიზიონი ყველაზე ძლიერია, თუმცა შევახსენებ, რომ როდესაც ქვემსუბუქში ჩხუბობდა, ის კაბ სვანსონმა არამხოლოდ დაამარცხა, არამედ სცემა.

თოფურიას მიერ ნახსენებმა სვანსონმა ოლივეირას 2012 წელს ნოკაუტით მოუგო. ბრაზილიელის ამჟამინდელ მდგომარეობას რაც შეეხება, ის დენა უაითისგან სატიტულო ბრძოლას ითხოვს და ისლამ მახაჩევთან რემატჩის ჩანიშვნას მოუთმენლად ელოდება.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები
ასევე დაგაინტერესებთ
„მათ ადგილას, მეც შემეშინდებოდა“ - თოფურია მახაჩევსა და ოლივერაზე
„მათ ადგილას, მეც შემეშინდებოდა“ - თოფურია მახაჩევსა და ოლივერაზე