გიორგი კაბულაშვილი
Aa
Aa

არჩევნები ქართულ MMA-ში - კაბულაშვილი მეორე ვადით აირჩიეს

თბილისის ოლიმპიურ სასახლეში საქართველოს შერეული საბრძოლო ხელოვნებების საარჩევნო-საანგარიშო ყრილობა ჩატარდა. დღის წესრიგის მიხედვით, შეკრებილმა დელეგატებმა ჯერ ფედერაციის მოქმედი პრეზიდენტისგან გიორგი კაბულაშვილისგან ბოლო წლების მანძილზე გაწეული საქმიანობის შესახებ საანგარიშო მოხსენება მოისმინეს, მოგვიანებით კი საარჩევნო ყრილობაც ჩატარდა.

მოქმედი პრეზიდენტის, გიორგი კაბულაშვილის სახით, სამდივნოში მხოლოდ ერთი კანდიდატურა იყო დარეგისტრირებული და ის დელეგატებმა კიდევ ერთი ვადით ერთხმად აირჩიეს. დღესვე დამტკიცდა ფედერაციის ხელმძღვანელი სხვა თანამდებობის პირები. ვიცე-პრეზიდენტის პოზიციაზე დურმიშხან ბერუაშვილი იმუშავებს, ხოლო გენერალური მდივნის ფუნქციებს გიორგი ბერუაშვილი შეითავსებს.

შეგახსენებთ, რომ ჩვენ ქვეყანაში რამდენიმე კვირის წინ საერთაშორისო შერეული საბრძოლო ხელოვნებების ფედერაციის პრეზიდენტი კერით ბრაუნი იყო ჩამოსული და მისი ვიზიტისას, 2025 წლის შემოდგომაზე ჩვენ ქვეყანაში შერეული საბრძოლო ხელოვნებების მსოფლიოს ჩემპიონატის ჩატარების შესაძლებლობებზე ისაუბრეს.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები
ასევე დაგაინტერესებთ
ახალი პრეზიდენტი - კრივის ფედერაციას ლობჟანიძე უხელმძღვანელებს
ახალი პრეზიდენტი - კრივის ფედერაციას ლობჟანიძე უხელმძღვანელებს