გიორგი მამარდაშვილი, დიეგო ლოპესი
Aa
Aa

მამარდას მე-6 მშრალი მატჩი - ვალენსიამ მნიშვნელოვანი სამი ქულა მოიპოვა

ლა ლიგის 29-ე ტურში გიორგი მამარდაშვილის „ვალენსია“ საკუთარ მოედანზე „მალიორკას“ დაუპირისპირდა და დაძაბულ ბრძოლაში მინიმალური სხვაობით, 1:0 დაამარცხა.

გიორგი მამარდაშვილი „ღამურების“ სასტარტო შემადგენლობაში იყო და მნიშვნელოვანია, რომ კარის მშრალად შენახვა შეძლო, ამაში კი თავისი წვლილიც შეიტანა. ქართველმა მეკარემ „მალიორკას“ ფეხბურთელების ორი დარტყმა მოიგერია, განსაკუთრებით ეფექტური კი მეორე ბურთი იყო, რა დროსაც ბრწყინვალე რეაქცია გამოავლინა. სტუმრებმა ქართველი მეკარის კარში ორჯერ დაარტყეს და მამარდაშვილმა ორივე შემთხვევაში დამაჯერებლად ითამაშა.

მამარდას მომენტები მალიორკასთან:

„მალიორკას“ კარში ერთადერთი გოლი 50-ე წუთზე, დიეგო ლოპესმა გაიტანა და საბოლოოდ, „ვალენსიამ“ მნიშვნელოვანი სამი ქულა მოიპოვა და სატურნირო ცხრილში გასავარდნ ზონას უკვე 4 ქულით ჩამოშორდა.

მიმდინარე სეზონში გიორგი მამარდაშვილმა ლა ლიგაში 25-ე მატჩი ჩაატარა და მე-6 შეხვედრაში შეძლო კარის მშრალად შენახვა. მის ანგარიშზე 40 გაშვებული ბურთია.

29 ტურის შემდეგ „ვალენსიამ“ სატურნირო ცხრილში 31 ქულა დააგროვა და მე-15 ადგილზე გადაინაცვლა. გასავარდნ ზონაში, მე-18 ადგილზე მყოფ „ლეგანესს“ 27 ქულა აქვს.

მომდევნო ტურში გიორგი მამარდაშვილის გუნდი სტუმრად მადრიდის „რეალს“ დაუპირისპირდება. მატჩი 5 აპრილს, თბილისის დროით 18:15 საათზე გაიმართება.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები
ასევე დაგაინტერესებთ
„ნაპოლი კვარას საშინლად მოექცა, ლიდერმა საუკეთესო მოთამაშე არ უნდა გაყიდოს“
„ნაპოლი კვარას საშინლად მოექცა, ლიდერმა საუკეთესო მოთამაშე არ უნდა გაყიდოს“