პირველად მესის შემდეგ - ლევანდოვსკი მბაპეს ისევ გაექცა
ესპანეთის ლა ლიგის XXIX ტურში „ბარსელონამ“ კატალონიურ დერბიში „ჟირონა“ 4:1 დაამარცხა სატურნირო ცხრილში „რეალთან“ ისევ 3-ქულიანი ჰანდიკაპი შეიქმნა. იგივეს თქმა შეიძლება ბომბარდირთა დავაზეც - „ლეგანესთან“ ორი ბურთის გამტან კილიან მბაპეს რობერტ ლევანდოვსკი არ ჩამორჩა, თავადაც დუბლი შეასრულა და ფრანგთან „პიჩიჩის“ პრიზისთვის ბრძოლაში ამ ტურამდე არსებული სტატუს-კვო აღადგინა.
36 წლის პოლონელი ფორვარდი მხოლოდ ამით არ დაკმაყოფილდა და ესპანური ფეხბურთის ისტორიაში შევიდა - როგორც იცით, ბომბარდირთა დავას ის 25 გოლით ლიდერობს და გახდა ლიონელ მესის შემდეგ რიგით მეორე ფეხბურთელი პრიმერა დივიზიონში, რომელმაც საწყისი 28 ტურში მინიმუმ 25 ბურთის გატანა შეძლო - არგენტინელის ანგარიშზე 2018/2019 წლების სეზონში 28 ტურის შემდეგ 29 გოლი იყო. ლევანდოვსკის ასპარეზობაზე კომენტარი „ბლაუგრანას“ დამრიგებელმაც გააკეთა და ჰანსი ფლიკმა აღნიშნა, რომ რობერტი გუნდის წლევანდელ წარმატებაში გადამწყვეტ როლს თამაშობს.
ცნობისათვის, ვეტერანი პოლონელი ფორვარდის ანგარიშზე მიმდინარე სეზონში ყველა ტურნირზე ჩატარებულ 42 შეხვედრაში 38 გოლი და 3 საგოლე პასია.