„მეორე რაუნდში დაანოკაუტებს“ - ოლივეირა პერეირა-ანკალაევის რემატჩზე
UFC-ის ქვემძიმე წონითი დივიზიონის საჩემპიონო დაპირისპირებაში ალექს პერეირას მარცხი მაგომედ ანკალაევთან ბევრისთვის დიდი მოულოდნელობა აღმოჩნდა. ბუნებრივია, მათ შორის ყველაზე მეტად იმედგაცრუებულები ბრაზილიელი მებრძოლის თანამემამულეები არიან და ამ მხრივ საჯარო განცხადება პირველმა ჩარლზ ოლივეირამ გააკეთა. მსუბუქი წონითი დივიზიონის ყოფილმა ჩემპიონმა იმედი გამოთქვა, რომ მაგომედსა და ალექსს შორის რემატჩი მალე დაინიშნება, რათა ყველაფერი თავის ადგილზე დადგეს.
რა თქვა ოლივეირამ
ჩვენთან ბრაზილიაში ახლაც ყველა დარწმუნებულია, რომ პერეირა ანკალაევთან ბრძოლაში მშვენივრად გამოიყურებოდა. მან ყველა თეიქდაუნისგან თავი წარმატებით დაიცვა და ერთ მომენტში ანკალაევი თავად გადაიყვანა პარტერში. მაგომედმა ალექსს მხოლოდ ერთი სერიოზული დარტყმა მიაყენა, რის გამოც ჩემი თანამემამულე აიძულა უკან დაეხია. გარდა ამისა, თავდაცვას დაღესტნელი მებრძოლი პერეირას გალიის კიდესთან შეყოვნებით თუ ახერხებდა. საერთო ჯამში ალექსმა კარგად იბრძოლა და დარწმუნებული ვარ რემატჩში ანკალაევს მეორე რაუნდში დაანოკაუტებს.
შეგახსენებთ, რომ მაგომედ ანკალაევი ალექს პერეირას 8 მარტს დაუპირისპირდა და მეტოქე ხუთ რაუნდში მსაჯების ერთსულოვანი გადაწყვეტილებით დაამარცხა, რითაც საჩემპიონო ქამარი მოიპოვა.