ნიკოლოზ ბასილაშვილი
Aa
Aa

ბუქარესტის საკვალიფიკაციო ეტაპი - ბასილაშვილი სამ სეტში დამარცხდა

ბუქარესტის საერთაშორისო ტურნირის საკვალიფიკაციო ეტაპის ნახევარფინალში ნიკოლოზ ბასილაშვილი ვალენტინ ვაჩეროს დაუპირისპირდა და მძიმე ბრძოლაში, 3 სეტში 2:6 7:6 4:6 დამარცხდა.

ბასილაშვილმა მატჩი კარგად დაიწყო და საკუთარ ჩაწოდებაზე დამაჯერებელიც იყო, მაგრამ მეექვსე და მერვე გეიმში პოლონელმა ბრეიკები შეასრულა და სეტი მისთვის ლოგიკურ დასასრულამდე მიიყვანა.

მეორე სეტში ნიკოლოზი უფრო კონკურენტუნარიანი იყო და ყველაფერი ტაი-ბრეიკამდე მივიდა, სადაც 10:8 მოიგო.

დისაიდერში ყველაფერი ერთმა ბრეიკმა გადაწყვიტა. ვაჩერომ მეხუთე გეიმში ნიკოლოზის ჩაწოდები მოიგო და უპირატესობა ხელიდან აღარ გაუშვა.

შეგახსენებთ, რომ ნიკოლოზ ბასილაშვილი ATP-ის რეიტინგში 361 ქულით 159-ე ადგილს იკავებს. საკვალიფიკაციო ეტაპზე დამარცხების შემდეგ, ქართველ ჩოგბურთელს 51 სარეიტინგო ქულა დააკლდა და 15 პოზიციით დაქვეითდა.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები
ასევე დაგაინტერესებთ
ნადალს დაეწია - ჯოკოვიჩის მორიგი რეკორდი
ნადალს დაეწია - ჯოკოვიჩის მორიგი რეკორდი