17-წლიანი მიუნხენური კარიერა სრულდება - მიულერი ბაიერნს ტოვებს
გავლენიანი სატრანსფერო ექსპერტი და ცნობილი სპორტული ჟურნალისტი ფაბრიციო რომანო, Kicker-ზე და BILD-ზე დაყრდნობით გვამცნობს, რომ მიმდინარე სეზონის დასრულების შემდეგ, ტომას მიულერი მიუნხენის ბაიერნს თავისუფალი აგენტის სტატუსით დატოვებს.
17-წლიანი მიუნხენური კარიერა სრულდება. ჯერჯერობით უცნობია, თუ სად გააგრძელებს 35 წლის ფეხბურთელი კარიერას.
შეგახსენებთ, რომ მიულერი 2000 წელს ბაიერნის აკადემიაში ჩაირიცხა, ხოლო პირველ გუნდში 2008 წლიდან თამაშობს.
დღემდე ყველა ტურნირზე ერთად 742 მატჩში მიიღო მონაწილეობა, 247 გოლი გაიტანა და 273 საგოლე გადაცემა შეასრულა.
რაც შეეხება მის ტიტულებს, ტომასმა რეკორდმაისტერთან ერთად 12 ბუნდესლიგა, 6 გერმანიის თასი, 7 გერმანიის სუპერ თასი, 2 ჩემპიონთა ლიგა და 2 ფიფა-ს საკლუბო მსოფლიო ჩემპიონატი მოიგო.