ხვიჩა კვარაცხელია
Aa
Aa

„ნაპოლი კვარას საშინლად მოექცა, ლიდერმა საუკეთესო მოთამაშე არ უნდა გაყიდოს“

„ნაპოლის’’ ვეტერანმა ფეხბურთელმა ვინჩენცო მონტეფუსკომ, რომელიც ნეაპოლურ კლუბში 60-იან და 70-იან წლებში თამაშობდა, TELE A-სთან ინტერვიუში ხვიჩა კვარაცხელიას „პარტენოპეიდან’’ წასვლაზე ისაუბრა, „აძურის’’ მმართველები გააკრიტიკა.

მონტეფუსკო: „არ ვფიქრობ, რომ კვარაცხელიას წასვლა სურდა, მაგრამ მას საშინლად მოექცნენ და წასვლა გადაწყვიტა, როცა კლუბის მხრიდან ასეთი მოპყრობა ნახა. „ნაპოლიმ’’ უდიდესი შეცდომა დაუშვა, როცა ზამთრის სატრანსფერო ფანჯრის ბოლო დღეს კვარაცხელიას შემცვლელი მოიყვანა, რომელსაც ტრავმა ჰქონდა და მინდორზე დასაბრუნებლად 2 თვე სჭირდებოდა (ნოა ოკაფორის გულისხმობს, რომელმაც „ნაპოლის'' ოთხ შეხვედრაში მიიღო მონაწილეობა და მინდორზე მხოლოდ 36 წუთი გაატარა).

ანტონიო კონტეს პატივს ვცემ, როგორც მწვრთნელს და როგორც პიროვნებას, მაგრამ ამ შემთხვევაში მან იმედი გამიცრუა. მე ვამბობდი, რომ კვარა „ნაპოლიდან’’ არ წავიდოდა. გუნდმა, რომელიც პირველ ადგილზეა, საუკეთესო ფეხბურთელი არ უნდა გაყიდოს.

მე რომ კვარა ვიყო და ვხედავდე ლუკაკუს, რომელსაც წლიურად 6 მილიონ ევროს უხდიან, ნორმალური არაა, რომ გავბრაზდე?’’

„ნაპოლიმ'' ხვიჩა კვარაცხელიას ბრწყინვალე სეზონის შემდეგ, როცა გუნდმა სკუდეტო მოიგო და რაშიც ქართველმა დიდი წვლილი შეიტანა, ახალი კონტრაქტი არ შესთავაზა. მისი წლიური ანაზღაურება 2 მილიონი ევროც კი არ იყო, როცა მაგალითად ლუკაკუ წლიურად 6 მილიონს იღებს, ხოლო ოსიმენის წლიური ხელფასი 10 მილიონს აღწევდა. კვარას გადაწყვეტილება კლუბიდან წასვლის შესახებ ლოგიკური იყო.

მონტეფუსკომ კვარას ხელფასის თაობაზე 2023 წლის ზაფხულშიც ისაუბრა: „არ მესმის რატომ გამოიმუშავებს ოსიმენი 7-8 მილიონ ევროს, ხოლო კვარაცხელია გაცილებით ნაკლებს? ნიგერიელის საწინააღმდეგო არაფერი მაქვს, რომელიც დამანგრეველი ფორვარდია, მაგრამ ვინ ამიხსნის ამ უზარმაზარ სხვაობას ამ ორი ფეხბურთელის ანაზღაურებას შორის? ჩემთვის ასეთი აშკარა უთანასწორობა სირცხვილია. ვუყურებ კვარაცხელიას და ვფიქრობ, რომ ის ძალიან ძლიერია, ევროპაში ერთ-ერთი ყველაზე მნიშვნელოვანი მოთამაშეა“.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები
ასევე დაგაინტერესებთ
შეტევაში შესანიშნავი იყო | ჰაიდენჰაიმის მწვრთნელი ზივზივაძეზე
შეტევაში შესანიშნავი იყო | ჰაიდენჰაიმის მწვრთნელი ზივზივაძეზე