რონალდუს შედეგი გაიმეორა - მბაპეს ახალ რეკორდამდე ცოტა აშორებს
ლა ლიგის მორიგ ტურში მადრიდის რეალმა გრანადას უმასპინძლა და მძიმე ბრძოლაში 3:2 დაამარცხა.
დუბლი შეასრულა კილიან მბაპემ, რომელმაც კრიშტიანუ რონალდუს შედეგი გაიმეორა. საქმე სადებიუტო სეზონში გატაინლი გოლების რაოდენობას ეხება.
ფრანგ სუპერვარსკვლავს 44 მატჩი 32 გოლი დაუგროვდა. კრიშტიანუმ 2009/2010 წლების სეზონში, ყველა ტურნირზე ერთად სწორედ 32 გოლი გაიტანა.
ამ მხრივ, სამეფო კლუბის ისტორიაში ივან სამორანოა, რომელსაც 37 გოლი აქვს სადებიუტო სეზონში გატანილი. მბაპეს კი შესანიშნავი შანსი აქვს, რომ ჯერ კრიშტიანუს მიღწევა გააუმჯობესოს და შემდეგ სამორანოსი. მას ამისთვის 6 გოლი ესაჭიროება.
ცნობისთვის, 2018 წლის მსოფლიოს ჩემპიონმა 32 წლიდან 22 ლა ლიგაში, 7 ჩემპიონთა ლიგაზე, 1 კოპა დელ რეიზე, ერთი ესპანეთის სუპერ თასზე და 1 უეფა-ს სუპერ თასზე გაიტანა.