ფილადელფიას გაუტანა - მესიმ ინტერ მაიამის მოაგებინა
MLS-ის მორიგ ტურში ინტერ მაიამიმ ფილადელფიას უმასპინძლა და მძიმე ბრძოლაში 2:1 დაამარცხა.
აღნიშნულ გამარჯვებაში დიდი წვლილი ლიონელ მესიმ შეიტანა. ანგარიში 23-ე წუთზე ტეილორმა გახსნა და პირველი ტაიმი მასპინძლების გამარჯვებით დასრულდა.
მეორე ნახევარში ფილადელფია ძალიან ბევრს უტევდა, მაგრამ გოლის გატანას ვერ ახერხებდა.
ფილადელფიას ერთ-ერთი შეტევა დევიდ ბექჰემის გუნდის კონტრ-შეტევით დასრულდა. 57-ე წუთზე თავი ლიონელ მესიმ გამოიჩინა, ხოლო ამ გოლში დიდი წვლილი ლუის სუარესს მიუძღვის, რომელმაც პრე-ასისტი მიითვალა.
მე-80 წუთზე გაზდეგმა ერთი ბურთი გაქვითა, მაგრამ დარჩენილ დროში სტუმრებმა მეტი გოლი ვეღარ გაიტანეს და წააგეს.
შეგახსენებთ, რომ მიმდინარე სეზონში, მესიმ ყველა ტურნირზე ერთად მე-5 მატჩში მიიღო მონაწილეობა და მე-4 გოლი გაიტანა. ლეოს ასევე 2 საგოლე გადაცემა აქვს შესრულებული.