მამუკელაშვილის 16 წუთი და 6 ქულა - სპურსი ბოსტონთან დამარცხდა
NBA-ს რეგულარული სეზონის მორიგ ტურში სან ანტონიომ ბოსტონს უმასპინძლა და 111:121 დამარცხდა.
სათამაშო დრო მიეცა სანდრო მამუკელაშვილს. ქართველმა კალათბურთელმა პარკეტზე 16 წუთი და 34 წამი გაატარა.
ამ პერიოდის განმავლობაში სანდრომ მხოლოდ 6 ქულას და 2 მოხსნას მოუყარა თავი. სანდრომ ორჯერ სცადა 3-ქულიანის ჩაგდება და ერთხელ გამოუვიდა. სამჯერ ისროლა 2-ქულიანი და 1 ჩააგდო. 2 საჯარიმო ტყორცნიდან კი ზუსტი 1 იყო.
მამუკელაშვილმა 2 მოხსნიდან ორივე საკუთარ ფარზე შეასრულა. სპურსს 23 ქულით, 6 მოხსნით და 3 პასით ჯონსონმა ულიდერა. საუკეთესო კი 29 ქულით, 10 მოხსნით და 8 შედეგიანი გადაცემით ტატუმი იყო.
ცნობისთვის, ამ წაგების შემდეგ, სპურსი დასავლეთ კონფერენციაში მე-13 ადგილზე იმყოფება და პლეი-ოფის ზონაში მოხვედრა საკმაოდ გაუჭირდება. შემდეგ ტურში, სან ანტონიო გოლდენ სტეიტს უმასპინძლებს.