გოგა ბითაძე, ორლანდო მეჯიქი
Aa
Aa

ორმაგი დუბლი, მაგარი ჩატენვა და რეკორდი - ბითაძემ საკრამენტოსთან გაიბრწყინა

NBA-ს რეგულარული სეზონის მორიგ ტურში ორლანდო საკრამენტოს დაუპირისპირდება და მარტივად 121:91 დაამარცხა.

დიდებული მატჩი ჰქონდა გოგა ბითაძეს, რომელმაც პარკეტზე 17 წუთი და 56 წამი გაატარა. ამ პერიოდის განმავლობაში, ქართველმა კალათბურთელმა ორმაგი დუბლი შეასრულა.

გოგამ 12 ქულას, 10 მოხსნას და 5 შედეგიან გადაცემას მოუყარა თავი. ბითაძემ ერთხელ ისროლა 3-ქულიანი, მაგრამ არაზუსტად. 9-ჯერ სცადა 2-ქულიანის ჩაგდება და ზუსტი 5 აღმოჩნდა. 2 საჯარიმო ტყორცნიდან კი ორივე ჩააგდო.

ბითაძემ 10 მოხსნიდან 5 საკუთარ ფარზე შეასრულა, 5 მეტოქის. ერთი ბლოკი შეასრულა და 2 პერსონალური ფოლი მიიღო.

ცნობისთვის, ქართველმა კალათბურთელმა NBA-ს რეკორდი დაამყარა. გოგამ 10 ქულა, 10 მოხსნა და 5 პასი ყველაზე ნაკლებ დროში დააგროვა. 

ცნობისთვის, ამ მატჩის შემდეგ, ორლანდო დასავლეთ კონფერენციაში მე-10 ადგილზე აღმოსავლეთ კონფერენციაში მე-7 ადგილზე იმყოფება. შემდეგ ტურში გოგას გუნდის მეტოქე კლიპერსი იქნება.

გოგას მომენტები VS საკრამენტო

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები
ასევე დაგაინტერესებთ
ქართველების ყოფილი მწვრთნელი კანადაში - კონტრაქტი მალე გაფორმდება
ქართველების ყოფილი მწვრთნელი კანადაში - კონტრაქტი მალე გაფორმდება