ლობჟანიძის პრე-ასისტი - გოლების წვიმა ატლანტა VS ნიუ-იორკის მატჩში
MLS-ის მორიგ ტურში მორიგი დიდებული დაპირისპირება გაიმართა. ატლანტამ ნიუ-იორკს უმასპინძლა და უმძიმეს ბრძოლაში 4:3 დაამარცხა.
ამ გამარჯვებაში თავისი წვლილი საბა ლობჟანიძემაც შეიტანა, რომელიც მთელი შეხვედრის განმავლობაში სუპერ აქტიური იყო .
ანგარიში მე-15 წუთზე ვოლფმა გახსნა. 26-ე წუთზე თავად საბას შეეძლო წონასწორობის აღდგენა, მაგრამ მისი დარტყმა მოწინააღმდეგე გუნდის კარს სანტიმეტრებით ასცდა.
42-ე წუთზე ქართველმა ფეხბურთელმა საჯარიმოში გამჭოლი პასი გააკეთა, რომელიც ლატემ გააჩერა და მირანჩუკმა გოლად აქცია. საბას პრე-ასისტი ჩაეთვალა. პირველი ტაიმი 1:1 დასრულდა.
მეორე ნახევარში მარტინესმა და ვოლფმა გაისროლეს. სტუმართა უპირატესობა მყარი გახდა, მაგრამ მასპინძლები არ გაჩერდნენ. 62-ე წუთზე პარკსმა ბურთი საკუთარ კარში ჩაჭრა და სხვაობა მინიმუმამდე შემცირდა. 75-ე წუთზე ალმირონმა 3:3 დააფიქსირა.
გამარჯვების მომტანი გოლი 84-ე წუთზე ლატემ გაიტანა, რომელმაც საბოლოო შედეგი 4:3 დააფიქსირა. ცნობისთვის, ამ გამარჯვების შემდეგ, ატლანტას 11 ქულა დაუგროვდა და აღმოსავლეთ კონფერენციაში მე-11 ადგილს იკავებს. შემდეგ ტურში, ლობჟანიძის გუნდი დალასს უმასპინძლებს.