FootMercato: კვარამ გოლი საკუთარი ძალებით შექმნა
ფრანგული გამოცემა FootMercato „სენტ-ეტიენისა“ და „პარი სენ-ჟერმენის“ მატჩს ეხმიანება. გამოცემამ ხვიჩა კვარაცხელიას თამაში 7 ქულით, ზურიკო დავითაშვილის თამაში კი 4 ქულით შეაფასა.
FootMercato კვარაზე: თამაშზე გავლენას ვერ ახდენდა, რის გამოც ლუის ენრიკემ მას ფლანგი შეუცვალა და ამან მეორე ტაიმში შედეგი გამოიღო. კვარამ გოლი საკუთარი ძალებით შექმნა, ბურთი მოედნის ცენტრში მიიღო, ჩამოიცილა მცველი და მარცხენა ფეხით ახლო კუთხეში დაარტყა. ჰქონდა ლამაზი მოძრაობები და ქმნიდა განსხვავებას. მცირე დაზიანების გამო ენრიკემ ის 64-ე წუთზე შეცვალა.
FootMercato ზურიკოზე: მარცხენა ფლანგზე აქტიურობდა, მატჩის დასაწყისში სტასენს კარგი პასი გაუკეთა, რის შემდეგაც ანგარიში გაიხსნა. ეხმარებოდა „სენტ-ეტიენის“ მცველ ლეო პეტროს პარიზელთა შემტევებთან გამკვლავებაში. მეორე ტაიმი ზურიკოსთვის რთული გამოდგა, განსაკუთრებით იმის ფონზე, რომ პარიზელები უკეთ ათამაშდნენ. 63-ე წუთზე მოედანზე ადგილი ბენჟამენ ოლდს დაუთმო.
შეგახსენებთ, რომ საფრანგეთის ლიგა 1-ის მორიგ ტურში „პარი სენ-ჟერმენი“ „სენტ-ეტიენს“ ესტუმრა და მარტივად 6:1 დაამარცხა. მასპინძელთა გოლი ზურიკო დავითაშვილის პასით გავიდა, პარიზელთა მეორე გოლი კი ხვიჩა კვარაცხელიას ანგარიშზეა.
კვარას საუკეთესო მომენტები სენტ-ეტიენთან
ზურიკოს საუკეთესო მომენტები პსჟ-სთან