მსოფლიო თასი - ბაზაძე ბრინჯაოს მედალს დაეუფლა
გარკვეული პაუზის შემდეგ, სანდრო ბაზაძე დაბრუნდა და ბუდაპეშტში გამართულ ფარიკაობის მსოფლიოს თასი ბრინჯაოს მედალი მოიპოვა.
ქართველმა მოფარიკავემ 1/32-ფინალში ბენდეკ დალოში 15:12 დაამარცხა. 1/16-ფინალში ამერიკელ უილიამ მორილს ადვილად 15:7 მოუგო.
მერვედფინალში მისი მეტოქე ფრანგი ბაპტისტ დუბარი იყო, რომელსაც 15:8 აჯობა. მეოთხედფინალში ცოტა გაუჭირდა და სამხრეთკორეელ სანგუკ ოჰს 15:12 მოუგო.
სამწუხაროდ, ბაზაძე ნახევარფინალში გერმანელ მატიას საბოსთან 12:15 დამარცხდა და ბრინჯაოს მედალი მოიპოვა.
ბრინჯაოს მედლის მოპოვების შემდეგ, სანდრო ბაზაძემ სოციალურ ქსელში პოსტი გამოაქვეყნა:
„ვფიქრობ, ჩემი სახელი ბევრს ავიწყდება, მაგრამ მეგობრებო მე ისევ აქ ვარ. ფრთხილად იყავით! ჩემი ნებისმიერი წარმატებით ვამაყობ, რადგანა მის უკან დიდი ტკივილი და ბევრი შრომა დგას. მადლობა ჩემს ყველა მხარდამჭერს, მადლობა ჩემს გუნდს და მადლობა ყველა მეტოქეს ამ შესანიშნავი მატჩებისთვის. ყველას დიდ პატივს ვცემ. ვულოცავ ყველა მედალოსანს. ჩვენ არ გავჩერდებით, რადგან გაჩერება არ შეგვიძლია. საქართველო იგებს!! არ გაჩერდე. გავაგრძელებთ გამარჯვებას.“