ლევანტე, გიორგი ქოჩორაშვილი
Aa
Aa

ლევანტე ალმერიასთან დამარცხდა | ქოჩორამ სრულად ითამაშა

33-ე ტურში ლა ლიგა 2-ის ამჟამინდელი ლიდერი „ლევანტე“, რომლის ღირსებასაც საქართველოს ნაკრების ნახევარმცველი, გიორგი ქოჩორაშვილი იცავს, მეექვსეადგილოსან „ალმერიას“ ესტუმრა და 0:1 დამარცხდა.

ერთადერთი გოლი მე-80 წუთზე გავიდა, როდესაც ვიდეორეფერის დახმარებით „ალმერიას“ სასარგებლოდ პენალტი დაინიშნა, რომელიც ლუის სუარესმა გამოიყენა.

რაც შეეხება ქოჩორაშვილს, ხულიან კალერომ ის ძირითად შემადგენლობაში დააყენა და სრულად ათამაშა.

ქოჩორამ Sofascore-ისგან 6,7-იანი შეფასება დაიმსახურა, მისი სტატისტიკა კი ასეთი იყო: 47 შეხება ბურთთან, 40-დან 37 ზუსტი პასი (93%), 2 არაზუსტი გრძელი პასი, 1 წარმატებული დრიბლინგი, 5-დან 4 მოგებული ორთაბრძოლა, 2 წაგებული საჰაერო ორთაბრძოლა. გიორგიმ 5-ჯერ დაკარგა ბურთი, ორჯერ დაჯარიმდა და ყვითელი ბარათიც მიიღო.

33 მატჩის შემდეგ „ლევანტეს“ 59 ქულა აქვს - ქოჩორას გუნდი ჯერჯერობით ლა ლიგა 2-ის ერთპიროვნული ლიდერია, თუმცა უკვე ამ ტურში „რასინგს“, „მირანდესს“ და „ელჩეს“ დაწინაურების შანსი ექნებათ. მომდევნო მატჩს „ბაყაყები“ 6 აპრილს, შინ „რასინგის“ წინააღმდეგ გამართავენ.

რაც შეეხება ქოჩორაშვილს, „ლევანტეს“ მაისურით მას ყველა ტურნირზე 26 მატჩი აქვს ჩატარებული და ქართველი ფორვარდის ანგარიშზე 6 გოლი და 4 საგოლე პასია.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები
ასევე დაგაინტერესებთ
დუბლი სამ წუთში | გულიაშვილის ბრწყინვალე გოლი და 25 საგოლე მოქმედება
დუბლი სამ წუთში | გულიაშვილის ბრწყინვალე გოლი და 25 საგოლე მოქმედება