ორმაგ დუბლამდე 1 მოხსნა დააკლდა - შერმადინის მაგარი მატჩი სარაგოსასთან
ესპანეთის საკალათბურთო ჩემპიონატის მორიგ ტურში ტენერიფე სარაგოსას ესტუმრა და მძიმე ბრძოლაში 93:89 დაამარცხა.
როგორც ყოველთვის, გიორგი შერმადინი ძირითად შემადგენლობაში მოგვევლინა, რომელსაც საკმაოდ კარგი მატჩი ჰქონდა.
ქართველმა კალათბურთელმა პარკეტზე 30 წუთი და 43 წამი გაატარა. ამ პერიოდის განმავლობაში გიორგიმ 16 ქულას, 9 მოხსნას და 3 შედეგიან გადაცემას მოუყარა თავი. როგორც ხედავთ, მას 1 მოხსნა დააკლდა ორმაგ დუბლამდე.
შერმადინმა 8-ჯერ სცადა 2-ქულიანის ჩაგდება და 5 გამოუვიდა. 6 საჯარიმო ტყორცნიდან კი ექვსივე ჩააგდო. 9 მოხსნიდან 6 საკუთარ ფარზე შეასრულა, 3 მეტოქის.
ცნობისთვის, ამ მატჩის შემდეგ, ტენერიფეს 40 ქულა დაუგროვდა და სატურნირო ცხრილში მეორე ადგილზე იმყოფება. შემდეგ ტურში, ვიდორეტას გუნდი გრანადას უმასპინძლებს.
¡¡ Otra más !! ¡¡ Increíble !!
— La Laguna Tenerife (@CB1939Canarias) March 29, 2025
Nueve de nueve en MARZO ‼️
???????? #VamosCanarias #LaLagunaTenerife #SeLlevaDentro pic.twitter.com/FoO1JFlhyz