ლუის ენრიკე
Aa
Aa

მსურს ჩემპიონობა პარკ დე პრენსზე ვიზეიმოთ | ენრიკე სენტ-ეტიენის განადგურების შემდეგ

საფრანგეთის ლიგა 1-ის 27-ე ტურში „სენტ-ეტიენი’’ შინ პსჟ-სთან 1:6 განადგურდა. მატჩის შემდეგ მედიასთან პარიზული გუნდის მთავარმა მწვრთნელმა ლუის ენრიკემ ისაუბრა.

ლუის ენრიკე: „უპირველესად, „სენტ-ეტიენს’’ მინდა მივულოცო, მათ საწყის ნახევარ საათში ძალიან კარგად ითამაშეს, ჩვენზე უკეთესად. ამ სეზონში ასეთი ზეწოლის ქვეშ ჯერ არ ვყოფილვართ, როგორც „სენტ-ეტიენთან’’ მატჩის საწყის ნახევარ საათში. სეზონის დასრულებამდე ორი თვე რჩება. არ შეიძლება მატჩები ასე დავიწყოთ, ყოველთვის კონცენტრირებულნი უნდა ვიყოთ.

არ მინდა რომ „ნიცასა’’ და „მონაკოს’’ მატჩი ფრედ დასრულდეს, ასეთ შემთხვევაში ჩემპიონები ახლავე გავხდებით, მე კი მსურს ჩემპიონობა შემდეგ ტურში, „პარკ დე პრენსზე’’ ქომაგებთან ერთად ვიზეიმოთ.

ამ მატჩში შესანიშნავი ატმოსფერო იყო. მომწონს ასეთი ქომაგობა.

ჩემპიონთა ლიგის მოგება? ჩვენი მიზანი ყველა ტურნირის მოგებაა. ჩვენი მიზანია ყოველთვის კონკურენტუნარიანნი ვიყოთ’’.

ანგარიში მე-9 წუთზე ზურიკო დავითაშვილის საგოლე პასით ლუკა სტასენმა გახსნა, შემდეგ კი პარიზულმა გუნდმა 6 გოლი შეაგდო. გონსალო რამუშმა პენალტის ნიშნულიდან წონასწორობა აღადგინა, ტაიმი 1:1 დასრულდა. 50-ე წუთზე ხვიჩა კვარაცხელიას ბრწყინვალე გოლით სტუმრები დაწინაურდნენ. შემდეგ დუემ დუბლი შეასრულა. ასევე, ნევეშმა და მბაიემ გაიტანეს. თუ დღეს „ნიცასა'' და „მონაკოს'' მატჩი ფრედ დასრულდება, პსჟ ლიგა 1-ის ჩემპიონობას გაინაღდებს. 

საფრანგეთის ლიგა 1-ის მომდევნო ტურში პსჟ „ანჟეს'' მიიღებს. თუ დღეს „ნიცასა'' და „მონაკოს'' მატჩი ფრედ დასრულდა და შემდეგ ტურში პსჟ-მ შინ „ანჟე'' დაამარცხა, ლიგა 1-ის ჩემპიონობას ლუის ენრიკეს გუნდი „პარკ დე პრენსზე'' იზეიმებს.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები
ასევე დაგაინტერესებთ
კვარას გოლი და ზურიკოს ასისტი - პსჟ-მ სენტ-ეტიენი გაანადგურა
კვარას გოლი და ზურიკოს ასისტი - პსჟ-მ სენტ-ეტიენი გაანადგურა