კვარას გოლი და ზურიკოს ასისტი - პსჟ-მ სენტ-ეტიენი გაანადგურა
საფრანგეთის ლიგა 1-ის მორიგ ტურში პარი სენ ჟერმენი სენტ-ეტიენს ესტუმრა და მარტივად 6:1 დაამარცხა.
აღსანიშნავია, რომ ორივე ქართველ ფეხბურთელს კარგი მატჩი ჰქონდა. ანგარიში მასპინძლებმა გახსნეს და თავი ზურიკო დავითაშვილის დიდებული საგოლე პასით სტასინმა გამოიჩინა.
პირველი ტაიმის მიწურულს გონსალუ რამუშმა პენალტის ნიშნულიდან წონასწორობა აღადგინა. მეორე ნახევარი კი მთლიანად პარიზელების იყო. 50-ე წუთზე ხვიჩამ ეფექტური გოლით პსჟ დააწინაურა.
სტუმართა მხრიდან მესამე გოლი დუეს ანგარიშზეა. ცნობისთვის, 63-ე წუთზე ზურიკო დავითაშვილი გაიყვანეს, ხოლო ზუსტად 1 წუთის შემდეგ, მოედანი კვარამ დატოვა. ლუის ენრიკეს გუნდიდან მეოთხე გოლი ნევეშმა გაიტანა, ხოლო მეხუთე კვლავ დუემ. საბოლოო წერტილი 90-ე წუთზე მბაიემ დასვა.
კვარას საუკეთესო მომენტები სენტ-ეტიენთან
ზურიკოს საუკეთესო მომენტები პსჟ-სთან