ლევან შენგელია
Aa
Aa

მე-7 საგოლე პასი | შენგელია სუპერლიგაში საუკეთესოთა შორისაა

საბერძნეთის სუპერ ლიგაში, კონფერენს ლიგის ზონაში, ოფი შინ „ატრომიტოსთან’’ 1:2 დამარცხდა. 0:1-ზე ლევან შენგელიას საგოლე პასით ტიაგო ნუსმა ანგარიში გაათანაბრა, თუმცა საბოლოოდ „ატრომიტოსმა’’ მოიგო (87-ე წუთზე მაკანა ბაკუს გოლით). საქართველოს ეროვნული ნაკრების მარჯვენა გარემარბმა სასტარტოში შეუცვლელად ითამაშა.

29 წლის ქართველი გარემარბი კარგ სეზონს ატარებს, 23 მატჩში 2 გოლი გაიტანა და 7 საგოლე პასი შეასრულა. საბერძნეთის სუპერლიგის ოფიციალური ვებგვერდის ცნობით, საგოლე პასების რაოდენობით ლევან შენგელია ორ მოთამაშესთან ერთად პირველ ადგილს იყოფს. ასევე, საბერძნეთის თასზე ექვს მატჩში მის ანგარიშზე გოლი და საგოლე გადაცემაა.

საბერძნეთის ჩემპიონატის მომდევნო ტურში, 5 აპრილს, „ოფი'' „არისს'' ესტუმრება. ოფი ევროსაგზურის მოპოვებისთვის ორ ფრონტზე იბრძვის, თუ ჩემპიონატის 4-გუნდიან ჯგუფში „არისს'', „ატრომიტოსსა'' და „ასტერასს'' აჯობებს, შემდეგ სეზონში UEFA-ს კონფერენს ლიგის მეორე საკვალიფიკაციო ეტაპზე ითამაშებს. გარდა ამისა, შენგელიას გუნდი საბერძნეთის თასის ნახევარფინალშია, პირველ მატჩში სტუმრად „ასტერას ტრიპოლისს’’ მოუგო (0:1) და ორ აპრილს საპასუხო მატჩს საკუთარ კედლებში გამართავს. ასე რომ, შესაძლოა ლევან შენგელიამ სეზონი ტიტულით დაასრულოს.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები
ასევე დაგაინტერესებთ
დუბლი სამ წუთში | გულიაშვილის ბრწყინვალე გოლი და 25 საგოლე მოქმედება
დუბლი სამ წუთში | გულიაშვილის ბრწყინვალე გოლი და 25 საგოლე მოქმედება