ნინიაშვილის შეჯახება მეტოქესთან | მოედნიდან საავადმყოფოში გადაიყვანეს
Aa
Aa

ნინიაშვილის შეჯახება მეტოქესთან | მოედნიდან საავადმყოფოში გადაიყვანეს

TOP 14-ის მე-20 ტურის შეხვედრაში „ლიონი“, რომლის ღირსებასაც ქართველი მორაგბე, დავით ნინიაშვილი იცავს, „ბაიონეს“ შეხვდა და 14:28 დამარცხდა.

32-ე წუთზე ქართველი მორაგბე მოწინააღმდეგეს შეეჯახა, რის შემდეგაც მინდორზე დაეცა და რამდენიმე წამით გონებაც დაკარგა.

ნინიაშვილი მოედნიდან საკაცით გაიყვანეს. ცნობილია, რომ ის სტადიონიდან პირდაპირ საავადმყოფოში გადაიყვანეს.

ბოლო ინფორმაციით, ნინიაშვილს საავადმყოფოში რამდენიმე გამოკვლევა ჩაუტარდა და ის თავს უკეთ გრძნობს.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები
ასევე დაგაინტერესებთ
ბორჯღალოსნები |  5 ივლისს, ირლანდიასთან „მიხეილ მესხზე“
ბორჯღალოსნები | 5 ივლისს, ირლანდიასთან „მიხეილ მესხზე“