არსენალი, კარლო ანჩელოტი, ფერლან მენდი, მადრიდის რეალი, დანი სებალიოსი
Aa
Aa

არსენალთან ითამაშებენ? - მენდის და სებალიოსის რეაბილიტაცია სწრაფად მიმდინარეობს

როგორც მოგეხსენებათ, ჩემპიონთა ლიგის მეოთხედფინალში მადრიდის რეალი არსენალს დაუპირისპირდება.

სამეფო კლუბი აღნიშნულ მატჩს წესით დანაკლისით უნდა შეხვედროდა. ანჩელოტის განკარგულებაში დანი სებალიოსი და ფერლან მენდი არ უნდა ყოფილიყვნენ.

როგორც ჩანს, სიტუაცია შეიცვალა. იტალიელმა სპეციალისტმა MARCA-სთან საუბრისას აღნიშნა, რომ შესაძლოა მეთოფეებთან ორივე ფეხბურთელი მზადყოფნაში იყოს.

ანჩელოტი:

„მენდის და სებალიოსის აღდგენითი პროცესი კარგად მიმდინარეობს. მატჩები ახლოვდება, მაგრამ შესაძლოა ისინი არსენალთან თამაშისთვის მზად იყვნენ. ორივე ფეხბურთელი მჭირდება, რადგან ასე ფართო როტაციის საშუალება მექნება. სეზონის გადამწყვეტ ნაწილში ვართ და ყველა მატჩი ფინალის ტოლფასია.“

შეგახსენებთ, რომ დანი სებალიოსი დიდი ხანია ტრავმირებულია. ესპანელმა ნახევარმცველმა დაზიანება მიმდინარე წლის 27 თებერვალს მიიღო. დანიმ კუნთი დაიზიანა. მენდიმ კი ვილიარეალთან შეხვედრაში ბარძაყის ძვლის ტრავმა მიიღო.

ცნობისთვის, არსენალის და რეალის პირველი დაპირისპირება ლონდონში 8 აპრილს გაიმართება, ხოლო განმეორებითი შეხვედრა უკვე მადრიდში 16 აპრილს. ორივე თამაში თბილისის დროით 23:00-დან დაიწყება.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები
ასევე დაგაინტერესებთ
ადრიან მუტუ: “რომ არა კოკაინი, ოქროს ბურთს მოვიგებდი“
ადრიან მუტუ: “რომ არა კოკაინი, ოქროს ბურთს მოვიგებდი“