გიორგი ჩაკვეტაძე, უოტფორდი
Aa
Aa

ჩაკვეტაძემ სრულად ითამაშა - უოტფორდმა აუტსაიდერს ვერ მოუგო

ინგლისის ჩემპიონშიფის 39-ე ტურში გიორგი ჩაკვეტაძის „უოტფორდმა“ ბოლოადგილოსან „პლიმუთს“ უმასპინძლა და აუცილებლად მოსაგები შეხვედრა ფრედ 0:0 დაასრულა.

24-ე ადგილოსან „პლიმუთს“, რომელსაც ამ მატჩამდე 70 გოლი ჰქონდა გაშვებული, „უოტფორდმა“ სამწუხაროდ ვერაფერი მოუხერხა და პრემიერლიგის საპლეიოფო ზონაში მოხვედრა უფრო გაირთულა.

რაც შეეხება ჩაკვეტაძეს, ქართველმა ნახევარმცველმა 90 წუთი ითამაშა და სანაკრებო პაუზის შემდგომი გადაღლა ეტყობოდა, თუმცა რამდენიმე მომენტში თამაშის გამწვავება მაინც შეძლო. საბოლოოდ, მისი აქტიურობა სამი ქულის მოსაპოვებლად საკმარისი არ გამოდგა.

ჩაკვეტაძის გამორჩეული მომენტები VS პლიმუთი

„უოტდორდი“ დღევანდელი ფრის შემდეგ, 53 ქულით მე-9 ადგილზე იმყოფება და საპლეიოფო ზონას 4 ქულით ჩამორჩება, თუმცა „ვესტ ბრომვიჩსა“ და „ბრისტოლს“ თამაშით ნაკლები აქთ გამართული.

ჩაკვეტაძის გუნდი მე-40 ტურში 5 აპრილს „ბრისტოლ სიტის“ სტუმრად დაუპირისპირდება.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები
ასევე დაგაინტერესებთ
ერთით ნაკლები კონკურენტი მამარდაშვილს - ლივერპული კელეჰერს ემშვიდობება
ერთით ნაკლები კონკურენტი მამარდაშვილს - ლივერპული კელეჰერს ემშვიდობება