ბარსელონა, ლიონელ მესი
Aa
Aa

ლა მასიას 2 ფეხბურთელი, რომლებიც ჯარიმებს მესიზე უკეთ ასრულებდნენ

საფეხბურთო ისტორიაში საჯარიმო დარტყმების არაერთი დიდებული შემსრულებელი არსებობს. ერთ-ერთი ასეთი კი ლიონელ მესია. ზოგი კი თვლის, რომ საუკეთესოც არის..

ბარსელონას ყოფილი თავდამსხმელისთვის, საჯარიმო დარტყმა შეიძლება თითქმის ისეთივე საიმედო იყოს, როგორც პენალტი - შესაძლოა, უფრო მეტადაც, მისი გარკვეულწილად არათანმიმდევრული რეკორდების გათვალისწინებით..

მესიმ კარიერის მანძილზე 66 ჯარიმა გაიტანა. საშუალო მაჩვენებელი რომ გამოვიყვანოთ, არგენტინელ ჯადოქარს 16 მატჩში ერთხელ გააქვს საჯარიმო დარტყმა. შეიძლება ბევრს კრიშტიანუ რონალდუს შესრულებული ჯარიმები უფრო მოსწონდეს, მაგრამ ეს მხოლოდ გემოვნების საკითხია. აქ მთავარი სტატისტიკაა. ლიონელი საჯარიმო დარტყმების ბომბარდირთა ყველა დროის დავაში პორტუგალიელზე მაღლაა და რიგით მესამეა.

თუმცა ლეო ყოველთვის არ იყო ჯარიმების დიდოსტატი.. ფერნანდო სინიორინი, რომელიც მარადონას ასისტენტი იყო, La Nacion-თან საუბრისას იხსენებს:

„2009 წელს, არგენტინის ნაკრებში მესი იმედგაცრუებული იყო, რადგან ჯარიმებს კარგად ვერ ასრულებდა. დავინახე, რომ დიეგო მარადონა მასთან მივიდა, ჩაეხუტა და უთხრა: „პატარა ლეო, პატარა ლეო, მოდი აქ, კიდევ უნდა ვცადოთ.“ ეს იყო დიდებული მოსწავლე საუკეთესო მასწავლებელთან ერთად..“

საინტერესო ის გახლავთ, რომ ლა მასიაში არსებობდა ორი მოთამაშე, რომლებიც ჯარიმებს მესიზე უკეთ ასრულებდნენ..

როგორც ჩანს, მესის გაკვეთილები მარადონასთან შეიძლება გარდამტეხი იყო, თუმცა იქამდე გვინდა მოგიყვეთ ორი ფეხბურთელის შესახებ, რომლებიც ლა მასიაში საჯარიმო დარტყმებს დიდებულად ასრულებდნენ..

ვიქტორ ვასკესი

ვასკესი, რომელიც მესიზე 6 თვით უფროსია, სამჯერ ითამაშა ბარსელონას პირველ გუნდში, მაგრამ საბოლოოდ, საკმარისად კარგი არ აღმოჩნდა და 2011 წელს პეპ გუარდიოლამ ბრიუგეში გაანათხოვრა.

ვიქტორმა ბელგიაში 4 წელი გაატარა. 2016 წელს კი მექსიკაში კრუზ აზულში გადავიდა. შემდეგ მან 1 სეზონი ტორონტო FC-ში დაყო. ალ არაბი, უმ სალაი, ეუპენი, ლოს ანჯელეს-გელექსი, ტორონტო, ისტ ბენგალი და დღეს სანტა კოლომას შემადგენლობაში ირიცხება..

ვასკესს ბარსელონადან წასვლის შემდეგ, საჯარიმო დარტყმების უნარი არ დაუკარგავს. მან ორი ჯარიმა გაიტანა ბრიუგეს რიგებში ანდერლეხტის წინააღმდეგ.(2014/15 წლები). ესპანელმა ფეხბურთელმა 2017 წელს ტორონტოს შემადგენლობაშიც გაისროლა. მან ჯარიმა კოლუმბუს ქრიუს გაუტანა.


„ეს დიდებული გოლი იყო, ამას ყველა ამბობს. გენიოსსაც კი მეძახიან, მაგრამ ჩემი აზრით ასეთი გოლები იმიტომ გადის, რომ ცოცხალი კედელი ყოველთვის მაღლა ხტება. ვფიქრობ, მომავალში, როდესაც ჯარიმის დროს ბურთთან მე მივალ, მოწინააღმდეგე გუნდის ცოცხალი კედელი მაღლა აღარ ახტება. არაუშავს, სხვა გზით ვეცდები ჯარიმის გატანას, რადგან მე ყოველთვის ვფიქრობ..” - განაცხადა ვასკესმა

ხუანხო კლაუსი

ვასკესისგან განსხვავებით, კლაუსის კარიერა არასდროს ყოფილა ოდნავ მაღალი დონის. ფორვარდი, რომელიც მესიზე რამდენიმე კვირით უმცროსია, ბარსელონას ახალგაზრდულ გუნდში თამაშობდა იქამდე, სანამ 2006 წლის ივლისში კატაროხაში გაუშვებდნენ. ლა მასიის ყოფილმა ვარსკვლავმა თავისი კარიერა ესპანეთის ქვედა ლიგებში გაატარა და ამჟამად რეკამბიოს კოლონის შემადგენლობაშია, რომელიც რანგით ერთ-ერთი ყველაზე დაბალი დივიზიონის წევრია.

Planet Football-ის თანახმად, კლაუსიმ 2015 წელს, ელექტრომექანიკური მოვლის შესწავლა დაიწყო და კარიერული დაღმასვლა აგენტის არ ყოლას დააბრალა, მაგრამ ვასკესის მსგავსად, კლაუსიმ შეინარჩუნა ის იმიჯი, რომლის თანახმადაც საჯარიმო დარტყმებს კარგად ასრულებდა.


გარდა ამისა, მას ყოველთვის ექნება პატივი თქვას, რომ ის ლიონელ მესისთან ერთად გაიზარდა.

2016 წელს, ხუანხომ Infobae-სთან საუბრისას აღნიშნა: „როდესაც მესი პირველად ჩვენთან მოვიდა, მისი საფეხბურთო უნარებით ყველა გაოცებულები ვიყავით. ის ფენომენალური იყო. სიტუაცია უცნაურად განვითარდა. მე საუკეთესო ბომბარდირი ვიყავი და მესის საუკეთესო ფეხბურთელად ირჩევდნენ.

დღემდე ვინახავ საერთო სურათს, სადაც ჩვენ ორნი თასთან ერთად ვპოზირებდით. ახლა კი ნახეთ, სად არის ლეო.. ბედნიერი ვარ, რომ მასთან ერთად ერთ უხსოვარ დროს ვთამაშობდი. ყველას ამის თქმა არ შეუძლია.“

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები
ასევე დაგაინტერესებთ
გამოსყიდვას ჯარიმა ურჩევნიათ - სანჩოს ჩელსიდან უშვებენ
გამოსყიდვას ჯარიმა ურჩევნიათ - სანჩოს ჩელსიდან უშვებენ