დუბლი სამ წუთში | გულიაშვილის ბრწყინვალე გოლი და 25 საგოლე მოქმედება
ბოსნიის ჩემპიონატის 23-ე ტურში „სარაევომ’’ შინ „იგმანს’’ 3:0 მოუგო. ქართველმა ფორვარდმა გიორგი გულიაშვილმა მეორე ტაიმის მიწურულს დუბლი შეასრულა, 79-ე წუთზე მისი შესანიშნავი დარტყმით ანგარიში 2:0 გახდა, 82-ე წუთზე მეორე გოლი გაიტანა. ასევე გეტყვით, რომ მეორე ტაიმში, 1:0-ზე გოლის გატანის კიდევ ერთი რეალური შანსი ჰქონდა, თუმცა მეკარეს ერთი-ერთზე ვერ გაუტანა.
23 წლის შემტევმა ბოსნიის ჩემპიონატის მიმდინარე სეზონში 23 მატჩში 16 გოლი შეაგდო და 4 საგოლე პასი შეასრულა. ყველა ტურნირის ჩათვლით ამ სეზონში 31 მატჩში 21 გოლი და 4 საგოლე პასი ჩაიწერა აქტივში (25 საგოლე მოქმედება).
„სარაევოს'' კიდევ ერთ ქართველ შემტევს, ვასილიოს გორდეზიანს არ უთამაშია, სათადარიგოთა სკამზე იჯდა.
გულიაშვილი ბოსნიის ჩემპიონატის ბომბარდირთა დავას 16 გოლით ლიდერობს.
ბოსნიის ჩემპიონატის მიმდინარე სეზონში „სარაევომ'' 23 მატჩში 49 ქულა დააგროვა და მესამე ადგილზეა, ლიდერს 11 ქულით ჩამორჩება, მეორეადგილოსანთან სხვაობა მხოლოდ 5 ქულაა.