საბა გოგლიჩიძე
Aa
Aa

გოგლიჩიძე VS დიაო | ემპოლიმ კომოდან ქულა წამოიღო

იტალიის სერია A-ს 30-ე ტურში „კომომ’’ შინ „ემპოლი’’ მიიღო, შეხვედრა ფრედ 1:1 დასრულდა.

სტუმართა მთავარმა მწვრთნელმა რობერტო დ’ავერსამ საბა გოგლიჩიძე სასტარტო 11-ეულში ათამაშა. მე-12 წუთზე საბამ ყვითელი ბარათი მიიღო, რადგან სტუმართა მარცხენა გარემარბი ასანე დიაო თამაშის წესის დარღვევით შეაჩერა, 19 წლის სენეგალელი ხელით დაიჭირა. საბა მის წინააღმდეგ თამაშისას მეორე ტაიმშიც დაჯარიმდა, თუმცა მხოლოდ მცირე კონტაქტი იყო, საქმე მეორე ბარათამდე არ მისულა. მოცემულ ფოტოზე სწორედ მათი მორიგი ორთაბრძოლაა.

61-ე წუთზე „კომომ’’ ანგარიში გახსნა, გაშვებული გოლის ეპიზოდში „ემპოლის’’ მცველები შეცდნენ. ქართველ ცენტრალურ მცველს კარგი მატჩი ჰქონდა, თუმცა გაშვებული გოლის გამო ბოლომდე კმაყოფილი ვერ იქნებოდა.

დ’ავერსამ საბა 71-ე წუთზე შეცვალა.

75-ე წუთზე კუამეს გოლით „ემპოლიმ’’ ანგარიში გაათანაბრა.

მეორე დამატებულ წუთზე „ემპოლი'' 10 ფეხბურთელით დარჩა, ფაცინიმ მეორე ყვითელი ბარათი მიიღო. საბოლოოდ, მატჩი 1:1 დასრულდა და „ემპოლიმ'' „კომოდან'' ქულა წამოიღო.

20-გუნდიან სერია A-ში „ემპოლი'' 23 ქულით მე-18 ადგილზეა, გასავარდნ ზონაშია და უშუალო კონკურენტებს, „ლეჩესა'' და „პარმას'' 2-2 ქულით ჩამორჩება, თუმცა აღნიშნულ გუნდებს მიმდინარე ტურში ჯერ არ უთამაშიათ და „ემპოლისთან'' ქულათა სხვაობის გაზრდის შანსი აქვთ. მომდევნო ტურში, პირველ აპრილს, „ემპოლი'' მე-4 ადგილზე მყოფ „ბოლონიას'' მიიღებს.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები
ასევე დაგაინტერესებთ
„ვინ უნდა გამოეძახა? სამწუხაროდ ლოგიკურია - გეგუჩაძე Crystalbet ეროვნული ლიგის იგნორირებაზე
„ვინ უნდა გამოეძახა? სამწუხაროდ ლოგიკურია - გეგუჩაძე Crystalbet ეროვნული ლიგის იგნორირებაზე