ილია თოფურია, ისლამ მახაჩევი, დენიელ კორმიე
Aa
Aa

„ზუსტად ვიცი, რომ მახაჩევს თოფურიასი არ ეშინია“ - დენიელ კორმიე

UFC-ის ორი წონითი დივიზიონის ყოფილმა ჩემპიონმა, დენიელ კორმიემ ილია თოფურიასა და ისლამ მახაჩევს შორის პოტენციურ ჩხუბზე ისაუბრა.

რას ამბობს კორმიე:

„ახლა ყველა თოფურიაზე საუბრობს. ილიამ თქვა, რომ პირდაპირ სატიტულო ჩხუბი სურს. ის ამბობს, რომ ვარჯიშებზე მხოლოდ მახაჩევთან და ჩარლზ ოლივეირასთან ჩხუბისთვის ემზადება...

თოფურია კარგი ბიჭია, მაგრამ ვერ დავეთანხმები - ზუსტად ვიცი, რომ ისლამ მახაჩევს მისი არ ეშინია. ამას გეუბნებით როგორც ისლამის მეგობარი და ადამიანი, რომელიც მას არაერთი წელია იცნობს - ისლამს ილიასი არ ეშინია. მებრძოლების უმრავლესობას თოფურიასი ეშინია, მაგრამ არა ისლამს“.

შეგახსენებთ, რომ რამდენიმე დღის წინ, UFC-ის აღმასრულებელმა დირექტორმა, დენა უაითმა განაცხადა, რომ თოფურიას მომავალთან დაკავშირებით, ახალი ინფორმაცია რამდენიმე კვირაში გავრცელდება.

ცნობისთვის, თოფურიამ ქვემსუბუქი წონითი დივიზიონის ჩემპიონის ტიტული ვაკანტური გახადა და მსუბუქ წონაში გადასვლა დააანონსა.

აქვე გეტყვით, რომ კარიერის ახალ ეტაპზე ილია ახალი მეტსახელით იბრძოლებს - „მატადორი“ „ლეგენდამ“ ჩაანაცვლა.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები
ასევე დაგაინტერესებთ
ისლამის დომინაციას ილია დაასრულებს - ქირია UFC-ის ინტრიგებზე
ისლამის დომინაციას ილია დაასრულებს - ქირია UFC-ის ინტრიგებზე