ვესტ ჰემი, გიორგი მიქაუტაძე
Aa
Aa

ვესტ ჰემი მიქაუტაძის შეძენაზე სერიოზულად ფიქრობს

გიორგი მიქაუტაძე ნელ-ნელა სულ უფრო მეტი კლუბის ყურადღებას იპყრობს. „ლიონის“ ქართველი ფორვარდის მიმართ ინგლისის პრემიერლიგიდან დიდი ინტერესია. ამჯერად მისი გაფორმებით „ვესტ ჰემია“ დაინტერესებული.

CaughtOffside-ის ცნობით, „ჩაქუჩები“ ზაფხულის სატრანსფერო ფანჯრისას მიქაუტაძეს ერთ-ერთ მთავარ სამიზნედ მიიჩნევენ, თუმცა მათ კონკურენციას „ვულვზი“ და „კრისტალ პალასი“ გაუწევენ.

„მიქაუტაძემ იცის, რომ „ვესტ ჰემს“ მისი შეძენა სურს და ამ ფაქტით აღფრთოვანებულია.

24 წლის ქართველმა ფორვარდმა მიმდინარე სეზონში 24 გოლი გაიტანა და 9 საგოლე გადაცემა გააკეთა. საინტერესო იქნება შეძლებს, თუ არა ჟორჟი მსგავსი შედეგის გამეორებას ინგლისში.

ვესტ ჰემს მის შესაძენად ბრძოლა მოუწევს, რადგან ქართველის მიმართ ინტერესი კრისტალ პალასსა და ვულვზსაც აქვთ.

ჩაქუჩებს მიქაუტაძის შეძენა ადრეც სურდათ, თუმცა ამჯერად როგორც ჩანს, საქმე გაცილებით სერიოზულად არის და მალე მათი მხრიდან ოფიციალურ შეთავაზებასაც უნდა ველოდოთ“.

- წერს ბრიტანული გამოცემა.

შეგახსენებთ, რომ „ლიონს“ ფინანსური პრობლემები აქვს და მოსალოდნელია, რომ ზაფხულში რამდენიმე მოთამაშეს ტრანსფერზე დააყენებს, თუმცა ჯერჯერობით უცნობია რა გეგმები აქვს კლუბს მიქაუტაძის მიმართ.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები
ასევე დაგაინტერესებთ
ხარიხას გაარტყა და პენალტი გაიტანა | მიქაუტაძის ლიონი სტრასბურგთან დამარცხდა
ხარიხას გაარტყა და პენალტი გაიტანა | მიქაუტაძის ლიონი სტრასბურგთან დამარცხდა