ადრიან მუტუ: “რომ არა კოკაინი, ოქროს ბურთს მოვიგებდი“
იუვენტუსის პარმას და ჩელსის ყოფილი თავდამსხმელი ადრიან მუტუ ამტკიცებს, რომ ოქროს ბურთის მოგება ადვილად შეეძლო, რომ არა კოკაინის გამოყენება, მაგრამ ის ასევე ამბობს, რომ ფიორენტინაში ყოფნის დროს ყველაზე ბედნიერი იყო..
რუმინელ ყოფილ ფეხბურთელს სულ ცოტა ხნის წინ 46 წელი შეუსრულდა. 2016 წელს, ფეხბურთიდან წასვლის შემდეგ, მშობლიურ ქვეყანაში მწვრთნელად მუშაობს..
მუტუმ თავისი კარიერის უმეტესი ნაწილი იტალიაში გაატარა. ის ინტერში, ვერონაში, ლივორნოში, ჩეზენაში, პარმაში, იუვენტუსში და ფიორენტინაში თამაშობდა.
მისი ცხოვრება მნიშვნელოვნად შეიცვალა მაშინ, როდესაც 2004 წელს ნარკოტიკის ტესტი ვერ ჩააბარა და აღმოჩნდა, რომ კოკაინს მოიხმარდა. ჩელსიმ ის პარმადან 16 მილიონი ევროს სანაცვლოდ იყიდა და ძალიან მალე გუნდიდან გაუშვა..
„ჩელსიში თამაშისას, კოკაინის მოხმარება ყველაზე ცუდი გადაწყვეტილება იყო, რაც ჩემს კარიერაში მიმიღია.“ - განუცხადა მუტუმ Telegraph Sport-ს.
„მარტო ვიყავი და ამავდროულად სევდიანი, მაგრამ არც დეპრესია და არც სხვა არაფერი ამართლებდა ჩემს საქციელს. დახმარება უნდა მეთხოვა და ასე არ მოვიქეცი, მაგრამ ცხოვრებაში ყველაფერს სწავლობ და ამ გაკვეთილმა მე უკეთესი ადამიანი გამხადა, ბევრად უფრო მოწიფული და თვითშეგნებული.. და მე ამით ვამაყობ..“
მუტუ თვლის, რომ კოკაინის მიღება, როგორც ფეხბურთელს მთლიან კარიერად და ოქროს ბურთის ვერ მოგებადაც კი დაუჯდა..
„ამაზე არაერთხელ მიფიქრია. მჯერა, რომ ერთ სეზონზე მეტი ხნის განმავლობაში მსოფლიოს საუკეთესო ფეხბურთელთა შორის ვიყავი. ასე რომ, ოქროს ბურთის მოგება მარტივად შემეძლო. კოკაინის მიღებამ კი ამაში ხელი შემიშალა.
ბედნიერი მუტუ ფიორენტინაში
პრობლემები იტალიაში დაბრუნების შემდეგაც გაგრძელდა, როდესაც 2010 წელს მუტუ ფიორენტინაში თამაშობდა და ნარკოტიკების ტესტი კვლავ ჩააგდო. ის კიდევ ერთხელ დასაჯეს დისკვალიფიკაციით..
მიუხედავად ამისა, ფიორენტინას მხარდამჭერებს ადრიან მუტუ მაინც ძალიან უყვარდათ და ის დღემდე ხშირად ჩადის ქალაქის მოსანახულებლად..
„იტალიამ საერთაშორისო რუკაზე დამაყენა და ინგლისში ასეთი ტურბულენტური და კონფლიქტური პერიოდის შემდეგ, კარიერის გასაგრძელებლად კარი ისევ გამიღო. იუვენტუსში ორი სკუდეტო მოვიგე, მაგრამ ყველაზე ბედნიერი მაინც ფიორენტინაში ვიყავი, სადაც საუკეთესო ფორმა დავიბრუნე..“ - განაგრძო მუტუმ
ახლა, როდესაც ადრიანი არის მწვრთნელი, რომელიც აკადემიის ბავშვებთან მუშაობს, იმედოვნებს, რომ მისი გამოცდილება ახალგაზრდებისთვის ღირებული გაკვეთილების მიცემაში დაეხმარება.
„როგორც ფეხბურთელმა ბევრი რამის გაკეთება და ნახვა ვერ მოვასწარი. არც იმ დროს ვიყავი მზად.. წლები დამჭირდა იმის გასაცნობიერებლად, რომ შეცდომები დავუშვი. ვნანობ რამეს? მოვიტყუები, თუ სხვაგვარად ვიტყოდი, მაგრამ ეს იყო ის, რასაც არ ვიცოდი როგორ გავმკლავებოდი.. ახლა ყველაფერს სხვა კუთხით ვუყურებ.“ - დაასრულა მუტუმ