გია გეგუჩაძე
Aa
Aa

„ვინ უნდა გამოეძახა? სამწუხაროდ ლოგიკურია - გეგუჩაძე Crystalbet ეროვნული ლიგის იგნორირებაზე

სომხებთან გასამართი უეფას ერთა ლიგის B დივიზიონის პლეი ოფის მატჩებისთვის საქართველოს ნაკრების შემადგენლობაში Crystalbet ეროვნული ლიგიდან არც ერთი ფეხბურთელი არ იყო გამოძახებული, რაც საკმაოდ დიდი ხნის განმავლობაში არ მომხდარა. როდესაც ამის თაობაზე პრესკონფერენციაზე ვილი სანიოლს შეკითხვები დაუსვეს, მან აღნიშნა, რომ მისთვის არ აქვს მნიშვნელობა რომელი ფეხბურთელი სად თამაშობს და ეს უბრალო დამთხვევა იყო.

რამდენად ლოგიკურია Crystalbet ეროვნული ლიგის არსებული დონიდან გამომდინარე, საქართველოს ნაკრებში ჩემპიონატიდან არც ერთი ფეხბურთელის მოხვედრა - გია გეგუჩაძემ Crystalsport-თან საუბარი ამ შეკითხვაზე პასუხის გაცემით დაიწყო.

რას ამბობს გეგუჩაძე

საქართველოს ნაკრებში თითოეულ სათამაშო რგოლსა თუ პოზიციაზე უდიდესი კონკურენციაა და ვილი სანიოლს არჩევანის დიდი საშუალება აქვს. მე არ მახსენდება და თქვენ თუ გახსენდებათ, შემახსენეთ, რომელ პოზიციაზე და რომელი მოთამაშე უნდა გამოეძახებინა Crystalbet ეროვნული ლიგიდან? სამწუხაროდ, მისი ეს გადაწყვეტილება ლოგიკურია და ცოტა სხვა დონის ჩემპიონატიც უნდა გვქონდეს, რომ სანიოლმა ფეხბურთელებს ნდობა თამამად გამოუცხადოს.

რაც შეეხება ჩვენი ქვეყნის წლევანდელ ჩემპიონატს - სტაბილურობის თვალსაზრისით „იბერიას“ გამოვარჩევდი, გუშინ ძალიან გამახარა ჩემმა ყოფილმა კლუბმა „დინამო ბათუმმა“, ქუთაისის „ტორპედოსგან“ ბუნებრივია ყველა უფრო მეტს ველით, ხოლო წლევანდელი გათამაშების სიურპრიზი სრულიად შესაძლებელია წყალტუბოს „სამგურალი“ გახდეს.

საქართველოს ნაკრების მატჩებს ასე შევაფასებდი - დასახული ამოცანა გადავჭერით და თანაც ეს ლამაზი, ეფექტური თამაშის ხარჯზე მოვახერხეთ, რის გამოც ორმაგად გახარებული ვარ. ცალკეულ ფეხბურთელებსა და პოზიციებს ვერ გამოვყოფ, რადგან თითოეულმა ფეხბურთელმა უმაღლეს დონეზე იასპარეზა და თითოეული რგოლი გამართული იყო.

რაც შეეხება ჩემს საქმიანობას, ჯერჯერობით ისევ უმუშევარი ვარ. იყო რაღაც შემოთავაზებები, მაგრამ სამწუხაროდ ისეთი არაფერი ყოფილა, რომ სერიოზული ყურადღება მიმექცია.

შეგახსენებთ, რომ გია გეგუჩაძე დამოუკიდებელი ქართული საკლუბო ფეხბურთის ისტორიაში ყველაზე წარმატებული მწვრთნელია - „დინამო“ ჩვენი ქვეყნის ერთადერთი გუნდია, რომელმაც ევროტურნირის ჯგუფურ ეტაპზე იასპარეზა და ამის გაკეთება თბილისელებმა 2004 წელს სწორედ გეგუჩაძის ხელმძღვანელობით მოახერხეს.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები
ასევე დაგაინტერესებთ
„გოგლიჩიძე მალე გრანდში ითამაშებს“ - შაშიაშვილი საბას დებიუტზე
„გოგლიჩიძე მალე გრანდში ითამაშებს“ - შაშიაშვილი საბას დებიუტზე