უარი რუსეთს - კასტაკინა ავსტრალიის დროშის ქვეშ ითამაშებს
როგორც მოგეხსენებათ, მას შემდეგ, რაც რუსეთმა უკრაინაში ომი დაიწყო, სხვადასხვა სპორტულ შეჯიბრებებში მონაწილეობის უფლება აეკრძალათ, ან რუსეთის სახელით ვერ გამოდიან.
მსგავსი სიტუაცია გვხვდება ჩოგბურთში. დიდი ხანია მაგალითად დანილ მედვედევი რუსეთის სახელით ვერ თამაშობს.
იგივე სიტუაციაშია დარია კასატკინა, თუმცა დღეს მასთან დაკავშირებით საინტერესო ინფორმაცია გავრცელდა.
ვიგებთ, რომ კასატკინამ რუსეთზე უარი თქვა და ორშაბათიდან(30 მარტიდან) საჩოგბურთო სამყაროში ავსტრალიის დროშის ქვეშ იასპარეზებს. ის ახლა მსოფლიოს მე-12 ჩოგანი გახლავთ და ავსტრალიაში კი ნომერ პირველი იქნება.
შეგახსენებთ, რომ 27 წლის ჩოგბურთელს კარიერაში, ერთეულთა თანრიგში 6 ტიტული აქვს მოგებული. დიდი სლემის ტურნირებზე კასატკინას საუკეთესო შედეგი 2022 წლის როლან გაროსზე ფიქსირდება, სადაც ის ნახევარფინალში გავიდა.