ჯეიდონ სანჩო
Aa
Aa

გამოსყიდვას ჯარიმა ურჩევნიათ - სანჩოს ჩელსიდან უშვებენ

ერთ დროს უნიჭიერეს ფეხბურთელად მიჩნეულმა ჯეიდონ სანჩომ იმდენი „მოახერხა“, რომ ის აღარავის სჭირდება და ისეთი სიტუაცია იქმნება, რომ ფეხბურთის ისტორიაში მკვეთრად უარყოფითი და უპრეცედენტო შემთხვევის მთავარ გმირად შევა. ნახევარი წლის წინ, „მანჩესტერ იუნაიტედიდან“ იჯარით ჯეიდონი „ჩელსიმ“ გამოსყიდვის ვალდებულებით აიყვანა, თუმცა „არისტოკრატები“ იმდენად უკმაყოფილონი არიან ინგლისელი შემტევის თამაშით, რომ ამ პუნქტის დარღვევას აპირებენ და მზადყოფნას გამოთქვამენ ჯარიმის სახით 5 მილიონი ფუნტი გადაიხადონ.

საიჯარო ხელშეკრულებაში ჩადებული იყო ასეთი პუნქტი - იმ შემთხვევაში თუ „ჩელსი“ წლევანდელ პრემიერ ლიგას მეთოთხმეტე ადგილზე ქვემოთ არ დაასრულებდა, რაც უკვე წარმოუდგენელია, „ლურჯებს“ ზაფხულში სანჩოს სატრანსფერო უფლებები 30 მილიონ ევროდ უნდა გამოესყიდათ. თუმცა, როგორც უკვე მოგახსენეთ, ლონდონელები ამას არ აპირებენ და ოცდაათი მილიონის გაღებას ურჩევნიათ არაფერში ხუთი მილიონი გადაიხადონ.

არადა, სეზონის დასაწყისში ყველაფერი რიგზე იყო - „ჩელსიში“ თავის სადებიუტო შეხვედრაში „ბორნმუთთან“, ჯეიდონი მეორე ტაიმში ცვლილებაზე გამოჩნდა და კრისტოფერ ნკუნკუს საგოლე პასი მიაწოდა. შედეგიანი იყო მისი მომდევნო ორი მატჩი „ვესტ ჰემთან“ (3:0) და „ბრაიტონთან“ (4:2), სადაც ასევე ასისტების ავტორი გახდა.

პირველი გოლი კი, „არისტოკრატების“ მაისურით დეკემბრის დასაწყისში „საუთჰემპტონის“ კარში გაიტანა, რასაც „ტოტენჰემთან“ (4:3) ქამბექის შესრულებაში სერიოზული წვლილის შეტანა მოჰყვა. თუმცა, ამ ყველაფრის შემდეგ, „ჩელსის“ რიგებში ჩატარებულ 18 შეხვედრაში მის ანგარიშზე მხოლოდ ერთი საგოლე პასია „კრისტალ პალასთან“ (1:1) და კიდევ ერთი პენალტი „ლესტერთან“ გამოიმუშავა, რომელიც გოლად კოულ პალმერმა ვერ აქცია.

თავად სანჩოც აღნიშნავს, რომ ოპტიმალური კონდიციებისგან ბევრი აშორებს, ხოლო ენცო მარესკა თვლის, რომ ინგლისელი გარემარბი ცუდად არ გამოიყურება, თუმცა აშკარად მეტი შეუძლია, რის გამოც ხშირ შემთხვევაში, მისი ტაქტიკური გადაწყვეტილებების საფუძველზე, თადარიგში რჩება.

ასეა თუ ისეა, ფაქტია - მარტის დასაწყისიდან მოყოლებული ჯეიდონსა და „ჩელსის“ შეფებს ურთიერთობა უკიდურესად დაეძაბათ, რის გამოც ინგლისელმა ფეხბურთელმა თავის აგენტს მის ყოფილ გუნდ „დორტმუნდთან“ მოლაპარაკებების დაწყება დაავალა და გამორიცხული არ იქნება, თუ მას უახლოეს თვეებში ისევ გერმანიის ბუნდესლიგაში ვიხილავთ.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები
ასევე დაგაინტერესებთ
ინგლისელს აქამდე ეს არ გაუკეთებია - სტერლინგის უნიკალური რეკორდი
ინგლისელს აქამდე ეს არ გაუკეთებია - სტერლინგის უნიკალური რეკორდი