ისლამ მახაჩევი
Aa
Aa

„რეალი და 3 ფეხბურთელი“ - მახაჩევი საფეხბურთო თემაზე

UFC-ის მსუბუქი წონითი დივიზიონის ჩემპიონი ისლამ მახაჩევი, რომელმაც ქამრის მოპოვების შემდეგ, საჩემპიონო ტიტული 4-ჯერ დაიცვა, შერეული ორთაბრძოლების გარდა, სპორტის სხვა სახეობების დიდი მოყვარულია. დაღესტნელი მებრძოლის მთავარი სისუსტე კი ბუნებრივია ფეხბურთია, რის გამოც მისი ხილვა მახაჩკალის „დინამოს“ საშინაო მატჩებზე, რომლის ღირსებასაც ქართველი მცველი ჯიმი ტაბიძე იცავს, ხშირადაა შესაძლებელი. რომელია მისი ფავორიტი კლუბი და რომელ ფეხბურთელებს გამოარჩევს, მახაჩევმა ასე უპასუხა:

„გამორჩეული კლუბი არ მყავს, თუმცა უნდა ვაღიარო, რომ სხვებთან შედარებით უფრო დიდი სიმპათიებით მადრიდის „რეალის“ მიმართ ვარ განწყობილი. რაც შეეხება ფეხბურთელებს, მსოფლიოში ჩემი აზრით სამი უძლიერესი მოთამაშე იყო, რომელთა დონეზეც რაც მე ფეხბურთს ვუყურებ, ვერავინ იასპარეზა. ესენი არიან: კრიშტიანუ რონალდუ, ლიონელ მესი და ზლატან იბრაჰიმოვიჩი“.

შეგახსენებთ, რომ ისლამ მახაჩევმა UFC-ში ბოლო ბრძოლა 18 იანვარს, რენატო მოიკანოსთან ჩაატარა და მეტოქე მეორე რაუნდში საბმიშენით დაამარცხა, რის შემდეგაც საჩემპიონო ქამარი კიდევ ერთხელ შეინარჩუნა.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები
ასევე დაგაინტერესებთ
„მათ ადგილას, მეც შემეშინდებოდა“ - თოფურია მახაჩევსა და ოლივერაზე
„მათ ადგილას, მეც შემეშინდებოდა“ - თოფურია მახაჩევსა და ოლივერაზე