პეპ გუარდიოლა
Aa
Aa

გუარდიოლა: ბონუსებს არ ვიმსახურებთ, თუ ტურნირს მოვიგებთ, ყველაფერს კლუბი მიიღებს

პეპ გუარდიოლა თვლის, რომ „მანჩესტერ სიტი“ მსოფლიო საკლუბო ჩემპიონატის ბონუსს არ იმსახურებს და თუ გუნდი გამარჯვებას შეძლებს, ფეხბურთელები თანხის გარეშე დარჩებიან.

„ჩვენ არ ვიმსახურებთ ბონუსს ამ სეზონში. თუ გავიმარჯვებთ, არ ვიცი რა თანხებზეა საუბარი, მაგრამ ეს ყველაფერი კლუბს გადაეცემა. მწვრთნელი, დამხმარე შტაბი და ფეხბურთელები ამას არ იმსახურებენ. ჩვენ ბონუსს არ მივიღებთ.

შენ სწავლობ კარგ და ცუდ მომენტებშიც. მსგავსი გამოცდილება შეიძლება ბევრჯერ მიიღო, განმეორდეს. და თუ ამაზე არ ისწავლი, ისევ განმეორდება. ჩემთვის ეს კარგია, ბევრს ვისწავლი. და კლუბის იმედიც მაქვს, რომ იმავეს გააკეთებს.

როცა წარსულში ვამბობდი, რომ ჩემპიონთა ლიგაზე თამაში დიდი წარმატება იყო, არ დამიჯერეს, ახლა კი სჯერათ“,

- აღნიშნა პეპმა BBC-ისთან საუბრისას.

აქვე გეტყვით, რომ ტურნირი მიმდინარე წლის ივნისსა და ივლისში აშშ-ში გაიმართება. ადრე ცნობილი გახდა, რომ გამარჯვებული 125 მილიონ დოლარს მიიღებს.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები
ასევე დაგაინტერესებთ
უკან პირველი ბრუნდება და პრესინგში ერთვება | ენრიკე კვარამ გააკვირვა
უკან პირველი ბრუნდება და პრესინგში ერთვება | ენრიკე კვარამ გააკვირვა