მაიკლ ჩენდლერი, კონორ მაკგრეგორი
Aa
Aa

„პიმბლეტს მივხედავ და შემდეგ რიგში კონორია“ - ჩენდლერის გეგმები

12 აპრილს, შერეული ორთაბრძოლების მოყვარულების ყურადღება ძირითადად ალექსანდრ ვოლკანოვსკისა და დიეგო ლოპესს შორის გასამართ საჩემპიონო ჩხუბისკენ იქნება მიპყრობილი. თუმცა, არანაკლებ დიდ ინტერესსს იწვევს, მაიკლ ჩენდლერისა და პედი პიმბლეტის დაპირისპირება, სადაც ფავორიტად პირველი მათგანი ითვლება. როგორც ჩანს, თავად მაიკლსაც არ ეპარება ეჭვი, რომ ლივერპულელ მეტოქეს გაუმკლავდება და უკვე სამომავლო გეგმებს აწყობს.

რას ამბობს ჩენდლერი

რამდენიმე კვირაში პედის დამარცხებით საკუთარ საქმეს გავაკეთებ და შემდეგ აუცილებლად კონორ მაკგრეგორს გამოვიწვევ. არსებობენ ადამიანები, რომელთაც ამაზე ეცინებათ, მაგრამ მე სრული სერიოზულობით მსურს ირლანდიელთან დაპირისპირება. მაინტერესებს შეასრულებს ის თავის სიტყვას თუ არა. ოქტაგონში დაბრუნების შემთხვევაში, კონორი ჩემთან ჩხუბს ვერ ასცდება.

შეგახსენებთ, რომ კონორ მაკგრეგორი ირლანდიის საპრეზიდენტო არჩევნებში მონაწილეობას გეგმავს, რაზეც ჩენდლერმა განაცხადა, რომ მისგან ასეთი გადაწყვეტილების მიღება არ გაკვირვებია, რადგან კონორს კარგად იცნობს და იცის, რომ მას ყურადღების ცენტრში ყოფნა და სხვა ადამიანების მართვა უყვარს.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები
ასევე დაგაინტერესებთ
ისლამის დომინაციას ილია დაასრულებს - ქირია UFC-ის ინტრიგებზე
ისლამის დომინაციას ილია დაასრულებს - ქირია UFC-ის ინტრიგებზე