„დასრულებული არაფერია“ | რა თქვა მიქაუტაძემ მატჩის შემდეგ
საფრანგეთის ლიგა 1-ის 27-ე ტურში, გიორგი მიქაუტაძის „ლიონი“ სტუმრად „სტრასბურგს“ დაუპირისპირდა. ქართველი ფეხბურთელის გუნდი 2:4 დამარცხდა, მიქაუტაძემ კი გოლების სერია გააგრძელა და მსაჯის მიერ კომპენსირებულ მე-6 წუთზე, პენალტი გამოიყენა.
„სტრასბურგთან“ მატჩის შემდეგ, „ლიონის“ თავდამსხმელმა DAZN-ს მოკლე ინტერვიუ მისცა. მიქაუტაძის თქმით, დასრულებული არაფერია და მის გუნდს ჩემპიონთა ლიგის საგზურის დასაკუთრება კვლავინდებურად შეუძლია.
„რთული შეხვედრა იყო. კარგი პირველი ტაიმი გვქონდა და გოლი გვჭირდებოდა. სტრასბურგი არ დანებდა და ბოლომდე იბრძოლა. ხარიხასაც გავარტყით... დასრულებული არაფერია. გულშემატკივრების მხარდაჭერა გვაქვს და ჩემპიონატის დასრულებამდე კიდევ შვიდი შეხვედრა დარჩა. ყველაფერს გავაკეთებთ, რომ ჩემპიონთა ლიგის საგზური მოვიპოვოთ“.
ცნობისთვის, „ლიონს“ 45 ქულა დარჩა და სატურნირო ცხრილის მე-6 პოზიციას იკავებს. ქართველი ფეხბურთელის გუნდის მომდევნო მეტოქე „ლილია“, რომელსაც 5 აპრილს დაუპირისპირდება.