გიორგი მიქაუტაძე
Aa
Aa

ხარიხას გაარტყა და პენალტი გაიტანა | მიქაუტაძის ლიონი სტრასბურგთან დამარცხდა

საფრანგეთის ლიგა 1-ის 27-ე ტურში, გიორგი მიქაუტაძის „ლიონი“ „სტრასბურგს“ დაუპირისპირდა. ქართველი ფეხბურთელის გუნდი სტუმრის რანგში იყო და ერთ-ერთ კონკურენტთან 2:4 დამარცხდა.

მიქაუტაძემ მატჩი ძირითად შემადგენლობაში დაიწყო და ანგარიშის გახსნაც შეეძლო. მე-10 წუთზე, გიორგი ლამაზი გოლის გატანასთან იყო ახლოს, მაგრამ მისი დარტყმა ხარიხას მოხვდა. 33-ე წუთზე, მიქაუტაძემ ბრწყინვალედ იმოქმედა და მის თანაგუნდელს ოდნავ უკეთ რომ დაერტყა, საგოლე გადაცემას მიითვლიდა.

45-ე წუთზე, ქართველი თავდამსხმელის დარტყმა მცველებმა დაბლოკეს და პირველი ტაიმი 0:0 დასრულდა. მეორე ნახევარი, „სტრასბურგმა“ უკეთესად დაიწყო და 55-ე წუთზე ანდრეი სანტოსის გოლით დაწინაურდა, მე-60 წუთზე კი დილან ბაკვა გამოირჩა - 2:0. „ლიონი“ 62-ე წუთზე, კორენტინ ტოლისოს გოლით დაბრუნდა, მაგრამ 73-ე წუთზე, ემანუელ ემეგამ ორბურთიანი უპირატესობა აღადგინა.

89-ე წუთზე, სამუელ ამო-ამეიომ „სტრასბურგი“ 3 ბურთით დააწინაურა, შეხვედრის საბოლოო ანგარიში კი მიქაუტაძემ დააფიქსირა. ქართველმა თავდამსხმელმა პენალტი გამოიყენა, რომელიც ნიკოლას ტალიაფიკომ მოიპოვა. გიორგის ლიგა 1-ის მიმდინარე სეზონში 8 გოლი აქვს გატანილი და ყველა ტურნირზე, ბოლო 5 შეხვედრაში შეაგდო.

ცნობისთვის, „სტრასბურგთან“ წაგების შემდეგ, „ლიონს“ 45 ქულა დარჩა და სატურნირო ცხრილის მე-6 პოზიციაზე იმყოფება. მიქაუტაძის გუნდი ლიგა 1-ში მომდევნო შეხვედრას „ლილის“ წინააღმდეგ გამართავს.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები
ასევე დაგაინტერესებთ
„დროა იტალიას მოვუგოთ“ - ვატო ნაცვლიშვილი კენჭისყრის შედეგებზე
„დროა იტალიას მოვუგოთ“ - ვატო ნაცვლიშვილი კენჭისყრის შედეგებზე