დავით ციმაკურიძე
Aa
Aa

დავით ციმაკურიძე 100 - პირველი ქართველი ოლიმპიური ჩემპიონის საუკუნოვანი იუბილე

29 მარტს პირველ ქართველ ოლიმპიურ ჩემპიონს, დავით ციმაკურიძეს 100 წელი შეუსრულდებოდა. საუკუნოვან იუბილესთან დაკავშირებით ლეგენდარული თავისუფალი სტილით მოჭიდავე დღეს საქართველოს ეროვნულ ოლიმპიურ კომიტეტში გაიხსენეს.

თავდაპირველად დამსწრე საზოგადოებასთან ციმაკურიძის შესახებ კომიტეტის პრეზიდენტმა ლერი ხაბელოვმა ისაუბრა. რის შემდეგაც ღონისძიებაზე აჩვენეს პირველ ქართველ ოლიმპიურ ჩემპიონატზე თამარ ბალავაძის გადაღებული ფილმი. ციმაკურიძე ასევე გაიხსენეს ლეგენდარულმა მოჭიდავეებმა, გურამ საღარაძემ და ლუკა კურტანიძემ და ოლიმპიურ მუზეუმში გამართულ შეხვედრას ქართული სპორტის ლეგენდის შვილიშვილი, უმცროსი დავით ციმაკურიძეც ესწრებოდა.

1925 წლის 29 მარტს, ქალაქ ფოთში დაბადებულმა დავით ციმაკურიძემ 1952 წელს, ჰელსინკიში მოპოვებული ოლიმპიური ჩემპიონობის გარდა, კარიერის მანძილზე შვიდჯერ საბჭოთა კავშირის ჩემპიონატი მოიგო. კარიერის დასრულების შემდეგ, კი, მსოფლიო ჭიდაობის ფედერაციის, ღირსებისა და ვახტანგ გორგასლის II ხარისხის ორდენების კავალერი გახდა. ციმაკურიძე 2006 წლის 8 მაისს გარდაიცვალა.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები
ასევე დაგაინტერესებთ
გორში ნუგზარ სხირელის მემორიალური დაფა გაიხსნა
გორში ნუგზარ სხირელის მემორიალური დაფა გაიხსნა