დინამო ბათუმმა ტორპედოს მოუგო, დილამ თელავი გაანადგურა | Crystalbet ეროვნული ლიგის მე-5 ტური
Aa
Aa

დინამო ბათუმმა ტორპედოს მოუგო, დილამ თელავი გაანადგურა | Crystalbet ეროვნული ლიგის მე-5 ტური

Crystalbet ეროვნული ლიგის მეხუთე ტურის ყველა შეხვედრა დღეს გაიმართა. „დინამო თბილისი“ „დინამო არენაზე“ „გარეჯს“ დაუპირისპირდა და მინიმალური ანგარიშით იმარჯვა. მატჩის ერთადერთი გოლი ოთარ აფციაურმა, მე-13 წუთზე გაიტანა.

„დინამო თბილისისა“ და „გარეჯის“ დაპირისპირების პარალელურად, „კოლხეთი 1913“-ისა და „გაგრას“ თამაში მიდიოდა. მასპინძლები უპირატესობას ფლობდნენ, მაგრამ შანსები ვერ გამოიყენეს, „გაგრამ“ კი დავით გოცირიძისა და პედრო ბორჟესის გოლებით 2:0 იმარჯვა.

ქულები დაკარგა ჩემპიონატის ლიდერმა, „იბერია 1999“-მა „სამგურალს“ ვერ მოუგო და მატჩი გატანილი გოლის გარეშე დასრულდა - 0:0. მეხუთე ტურის ცენტრალური შეხვედრა „ბათუმი არენაზე“ გაიმართა, სადაც „დინამო ბათუმმა“ „ტორპედოს“ 1:0 მოუგო. მატჩის ერთადერთი გოლი რევაზ ინჯგიას ანგარიშზეა.

მეხუთე ტურის ყველაზე უხვგოლიანი შეხვედრა „დილასა“ და „თელავის“ დაპირისპირება გამოდგა. გორელებმა მოწინააღმდეგეს შანსი არ დაუტოვეს და 6:1 იმარჯვეს. შოთა შეყილაძემ ჰეთ-თრიქი გაიფორმა და ბრწყინვალე გოლიც გაიტანა. ირაკლი ბუღრიძემ, ჟოაო არაუჟომ და ალექსანდრე ანდრონიკაშვილმა თითო-თითო ბურთი შეაგდეს, „თელავის“ მხრიდან კი თავი დავით კუტალიამ გამოიჩინა.

ცნობისთვის, 5 ტურის შემდეგ, გათამაშებას „იბერია 1999“ ლიდერობს და 11 ქულა აქვს. „დინამო თბილისი“ და „დინამო ბათუმი“ 8-8 ქულით მეორე და მესამე ადგილებზე იმყოფებიან.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები
ასევე დაგაინტერესებთ
„გუნდს ქულებს აუცილებლად მოუტანს“ | კანისარესის მოსაზრება მამარდას თამაშზე
„გუნდს ქულებს აუცილებლად მოუტანს“ | კანისარესის მოსაზრება მამარდას თამაშზე