ანტიდოპინგის ტესტები | დვალიშვილი უკვე ორჯერ შეამოწმეს, ილია - ერთხელ
UFC-ში დოპინგ-კონტროლი უმაღლეს დონეზეა და მებრძოლებს აქტიურად ამოწმებენ. ახლახან, 2025 წლის მონაცემები გახდა ცნობილი და გაირკვა 28 მარტამდე, ყველაზე მეტი ტესტი რომელ ჩემპიონს ჩაუტარეს.
პირველ ადგილზე სამი მებრძოლი იმყოფება და საწყის სამ თვეში, მერაბ დვალიშვილი, ისლამ მახაჩევი და მაგომოედ ანკალაევი იმყოფებიან. ისინი დოპინგზე 2-ჯერ შეამოწმეს. ილია თოფურია, რომელმაც ქვემსუბუქი წონითი დივიზიონის ქამარი დათმო, ერთხელ შეამოწმეს.
საინტერესოა, რომ 2024 წლის დეკემბრის მონაცემებით, ყველაზე მეტი დოპინგ-ტესტი მერაბ დვალიშვილმა გაიარა. „მანქანა“ აკრძალულ პრეპარატებზე 9-ჯერ შეამოწმეს. მეორე ადგილზე ისლამ მახაჩევი იმყოფება - 7. მას კი დრიკუს დუ პლესი, ჯულიანა პენია, ტომ ასპინალი და ვეილი ჟანი მოჰყვებიან(ყველას ექვსი).
2024 წელს, „ლა ლეიენდა“ დოპინგზე 5-ჯერ შეამოწმეს. იგივე ვითარება გვაქვს ალექს პერეირასთან, ბელალ მუჰამედთან და ჯონ ჯონსთან მიმართებით, ვალენტინა შევჩენკოს კი 4 ტესტი ჩაუტარდა.