დრიკუს დუ პლესი, შარაბუტდინ მაგომედოვი
Aa
Aa

„გასაოცარია, ეს როგორ შეძლო“ - შარა ბულეტი დუ პლესის ღირსეულ ჩემპიონად არ თვლის

საშუალო წონითი დივიზიონის ჩემპიონის დრიკუს დუ პლესის საბრძოლო სტილის შესახებ როგორც MMA-ს მოყვარულებში, ასევე მებრძოლებში განსხვავებული აზრი არსებობს. არიან ადამიანები, რომლებიც სამხრეთ აფრიკელს ღირსეულ ჩემპიონად მიიჩნევენ. თუმცა არსებობს საპირისპირო მოსაზრება და ამ აზრს იზიარებს შარაბუტდინ მაგომედოვი - დაღესტნელი მებრძოლი თვლის, რომ დუ პლესის ქამარს მალე ჩამოართმევენ.

რას ამბობს შარა ბულეტი

მოხარული ვიქნები, თუ დუ პლესი საჩემპიონო ქამარს დაკარგავს. ახლაც ვერ ვხვდები, როგორ მივიდა ჩემპიონობამდე და რატომაა ამ წონის საუკეთესო მებრძოლი. ყოველთვის, როდესაც დრიკუსის ჩხუბს ვუყურებ, მრჩება შთაბეჭდილება, რომ მისი მოწინააღმდეგე გაიმარჯვებს, თუმცა საბოლოოდ ახერხებს და რაღაც ისეთს აკეთებს, რასაც მისთვის მოგება მოაქვს.

დიდი იმედი მაქვს, რომ ხამზატ ჩიმაევი დენა უაითისგან საჩემპიონო ბრძოლას მიიღებს და დუ პლესისთან დაპირისპირებას დაუმარცხებელი ჩეჩენი მებრძოლი ოპტიმალურ ფორმაში შეხვდება. თუ ჩიმაევმა საკუთარი შესაძლებლობების მაქსიმუმი აჩვენა, ყველა მიხვდება, რომ დრიკუსმა ქამარი სუფთა გამართლების ხარჯზე მოიპოვა.

შეგახსენებთ, რომ ჩიმაევის ბოლო ჩხუბის შემდეგ, უაითმა განაცხადა, რომ მისი მომდევნო დაპირისპირება სატიტულო იქნება, რაც იმის გარანტიაა, რომ ხამზატის შემდეგ მეტოქე სწორედ დუ პლეის იქნება, რომელმაც ქამარი რამდენიმე თვის წინ შონ სტრიკლენდის დამარცხებით დაიცვა.

 

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები
ასევე დაგაინტერესებთ
ისლამის დომინაციას ილია დაასრულებს - ქირია UFC-ის ინტრიგებზე
ისლამის დომინაციას ილია დაასრულებს - ქირია UFC-ის ინტრიგებზე