კარლო ანჩელოტი
Aa
Aa

გადასახადების დამალვა - ანჩელოტის პატიმრობას ითხოვენ

„რეალის“ მთავარს მწვრთნელს კარლო ანჩელოტის თაღლითობაში ედება ბრალი. ინფორმაციას ავტორიტეტული გამოცემა As-ი ავრცელებს, რომლის მიხედვითაც მადრიდის პროკუტურამ სამეფო კლუბის იტალიელი დამრიგებლისთვის 4.9-წლიან პატიმრობას ითხოვს. ანჩელოტის საგადასახადო დავალიანებამ მილიონ 217 958 ევრო შეადგინა. გარდა ამისა ის დაჯარიმებულია 243 593 ევროთი, რასაც პროცენტის სახით 47 298 ევროც დაემატა.

ანჩელოტის 2014-2015 წლებში სახელმწიფოს წინაშე ჩადენილ ერთბაშად ორი დანაშაულის ჩადენაში ედავებიან და ორივეს ჯამში მისგან 3 მილიონი ევროს გადახდას მოითხოვენ, რაც საბრალდებო დასკვნაშიც არის მითითებული. მიუხედავად იმისა, რომ კარლიტოს ესპანეთის საგადასახადო რეზიდენტის სტატუსი დაუდასტურდა და მის მიერ დეკლარაციაში მითითებული ინფორმაციებიც სიმართლეს შეესაბამება, იტალიელის წინააღმდეგ ეჭვები მაინც არსებობს. საქმის პროკურორის განცხადებით, შემოსავლების გრაფაში მან თავის დროზე მხოლოდ ის თანხა მიუთითა, რასაც „ბლანკოსისგან“ ხელფასის სახით იღებდა, საიმიჯო უფლებების გაყიდვით მიღებული ფული კი დამალა.

როგორც უკვე მოგახსენეთ, დანაშაულის დამტკიცების შემთხვევაში, ანჩელოტის 4.9-წლიანი სასჯელი ემუქრება, საქმის პირველი მოსმენა კი მადრიდის სასამართლოში 2 აპრილს არის ჩანიშნული.

 

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები
ასევე დაგაინტერესებთ
მბაპე: ნახევარფინალი პსჟ-სთან? ამაზე ფიქრი ყველაზე დიდი შეცდომაა
მბაპე: ნახევარფინალი პსჟ-სთან? ამაზე ფიქრი ყველაზე დიდი შეცდომაა