„გუნდს ქულებს აუცილებლად მოუტანს“ | კანისარესის მოსაზრება მამარდას თამაშზე
„ვალენსიას“ ლეგენდარულმა მეკარემ, სანტიაგო კანისარესმა გიორგი მამარდაშვილზე ისაუბრა. კანისარესის თქმით, „მამარდასთვის“ ნდობის გამოჩენა სწორი გადაწყვეტილება იყო და იგი „ღამურებს“ ქულებს აუცილებლად მოუტანს.
„რატომ დააყენეს მამარდაშვილის ძირითადში დატოვება კითხვის ნიშნის ქვეშ? აქ, შეცდომებს ყოველთვის იყენებენ. მსგავსი რამ მეც დამმართვია. თუ შეცდომას უშვებ, საკუთარი თავი უნდა დაიცვა. იმ სეზონებში, როდესაც ზამორას ჯილდო მოვიგე, გამოწვევებთან გამკლავება მეც მომიწია.
მამარდაშვილის შეცდომების შემდეგ, მისთვის ნდობის გამოცხადება ლოგიკური გადაწყვეტილება იყო, რადგან გიორგი გუნდს ქულებს აუცილებლად მოუტანს. მას გაცილებით მეტის მიცემა შეუძლია ვალენსიასთვის, ვიდრე წართმევა. სხვა წლებში, ყველაფერი მოგვცა და არაფერი წაურთმევია. მის ტალანტს უნდა ენდო და დაიცვა და უმეტეს წილად, სწორედ ტალანტია ის, რაც განსხვავებას ქმნის“.
ცნობისთვის, მიმდინარე სეზონში, მამარდაშვილმა „ვალენსიას“ მაისურით 24 შეხვედრა ჩაატარა და 40 გოლი გაუშვა, კარი მშრალად კი 5-ჯერ შეინახა. მისი გუნდი მომდევნო შეხვედრას 30 მარტს, „მალიორკას“ წინააღმდეგ გამართავს.