„არც ერთ სხვა ბრძოლას არ დავთანხმდები“, - პერეირა რევანშს მოითხოვს
UFC-ის ქვემძიმე წონითი დივიზიონის ყოფილმა ჩემპიონმა, ალექს პერეირამ განაცხადა, რომ მომდევნო ჩხუბს მხოლოდ მაგომედ ანკალაევთან განიხილავს.
„მასთან რევანში მსურს და არც ერთ სხვა ბრძოლას არ დავთანხმდები. ვფიქრობ, ამის უფლება მაქვს იმ სამუშაოს გათვალისწინებით, რაც კარიერის მანძილზე გამიკეთებია. ამ დროისთვის ორგანიზაციას არ დავკავშირებივარ, მაგრამ მე მზად ვიქნები. მოუთმენლად ველოდები ამ მომენტს - ეს სულ სხვა ჩხუბი იქნება“, - თქვა პერეირამ არიელ ჰელვანის იუთუბ არხზე.
შეგახსენებთ, რომ პერეირა-ანკალაევის ჩხუბი UFC 313-ის მთავარი მოვლენა იყო, რომელიც ლას-ვეგასში გაიმართა. 5-რაუნდიანი ბრძოლა ანკალაევის გამარჯვებით დასრულდა.
ცნობისათვის, ანკალაევი UFC-ში 2018 წლიდან ჩხუბობს და სხვა ოთხი რუსი ჩემპიონისგან განსხვავებით, ტიტულის მოსაგებად ყველაზე მეტი, 15 ბრძოლის ჩატარება დასჭირდა. შედარებისთვის - ქამრის მოპოვებამდე პიოტრ იანმა - 6, ხაბიბ ნურმაგომედოვმა - 9, ხოლო ისლამ მახაჩევმა 12 ბრძოლა გამართა.