გიორგი ქოჩორაშვილი, ლისაბონის სპორტინგი
Aa
Aa

„სპორტინგი ოპტიმისტურადაა განწყობილი“ | A Bola ქოჩორაშვილზე

გიორგი ქოჩორაშვილის მიმართ ლისაბონის „სპორტინგის“ ინტერესზე ამჯერად პორტუგალიის ერთ-ერთი ყველაზე ავტორიტეტული გამოცემა A Bola წერს.

გამოცემის ცნობით, „ლომებმა“ მომდევნო სეზონისთვის პირველი ტრანსფერი უკვე განახორციელეს - გუნდს „ვიტორიადან“ 22 წლის გარემარბი ალისონი შეუერთდა. ახლა კი ლისაბონელთა ხელმძღვანელობა სეზონის ბოლომდე კიდევ ორი ფეხბურთელის დამატებას გეგმავს - ესენია გიორგი ქოჩორაშვილი და გეორგიოს ვაგიანიდისი.

რას წერს გამოცემა:

„სპორტინგის“ ხელმძღვანელობა ოპტიმისტურად არის განწყობილი და კმაყოფილია იმით, თუ როგორ მიმდინარეობს მოლაპარაკებები ქოჩორაშვილთან დაკავშირებით. კლუბის მენეჯმენტში მიაჩნიათ, რომ შეთანხმება მოკლე დროში იქნება მიღწეული.

„ლევანტე“, რომელიც ახლა ლა ლიგა 2-ს ლიდერობს, 25 წლის ქართველის სანაცვლოდ 5-6 მილიონ ევროს ითხოვს, „ლომები“ კი ან თანხის გადასახდელად მზად არიან.

„სპორტინგში“ ქოჩორაშვილმა ჰიდემასა მორიტა უნდა შეცვალოს, რომელსაც გაისად კონტრაქტი ეწურება და რომელიც კლუბს ამ ზაფხულს დატოვებს“.


ცნობისთვის, „ლევანტესთან“ კონტრაქტი ქოჩორაშვილს 2027 წლამდე აკავშირებს. მიმდინარე სეზონში მას 25 მატჩში 3 გოლი და 1 ასისტი დაუგროვდა.

აქვე გეტყვით, რომ ქოჩორაშვილის თაობაზე არაერთხელ დაწერა კიდევ ერთმა პორტუგალიურმა გამოცემამ, Record-მა, რომლის ცნობითაც, ტრანსფერი უკვე შეთანხმებულია და ზაფხულში ქართველი ფეხბურთელი „ლომებს“ შეუერთდება.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები
ასევე დაგაინტერესებთ
ჩაკვეტაძე ჩემპიონშიფში მეოთხეა | წარმატებული პასები შეტევაში
ჩაკვეტაძე ჩემპიონშიფში მეოთხეა | წარმატებული პასები შეტევაში