ემი მარტინესი: პსჟ-სთან ეს ჩვენი უპირატესობა იქნება
ბირმინგემის „ასტონ ვილასა“ და არგენტინის ნაკრების მეკარემ ემილიანო მარტინესმა TyC Sports-თან ინტერვიუში ჩემპიონთა ლიგაზე პსჟ-სთან მოახლოებულ დაპირისპირებაზე ისაუბრა და აღნიშნა, რომ მათ პარიზელებთან შედარებით ნაკლები ზეწოლის ქვეშ მოუწევთ თამაში.
„პარიზელებთან ჩვენი უპირატესობა იმაში მდგომარეობს, რომ ჩვენ ნაკლები ზეწოლა გვექნება, რადგან ჩემზე შეურაცხყოფის მთელი ტალღა წამოვა. თუმცა ყველაფერს ვაკონტროლებ და მზად ვარ. ლილის წინააღმდეგ მატჩებისას 120 წუთი მისტვენდნენ. ეს ნორმალურია.
პსჟ-სთან მატჩები და მთლიანად გარემო საინტერესო იქნება. მე უკვე მივიღე შეტყობინებები და ყველაფერი მსგავსი. ჩვენი გუნდი საკუთარ მოედანზე ძლიერია, მაგრამ ასევე გასვლით მატჩებშიც კარგად ვთამაშობთ“.
- განაცხადა ემილიანო მარტინესმა.
მარტინესს ფრანგები 2022 წლის მსოფლიო ჩემპიონატის ფინალის შემდეგ უსტვენენ. ცნობილი ჟესტი, რომელიც მან დაჯილდოების ცერემონიისას შემოგვთავაზა და ასევე საზეიმო მსვლელობისას მბაპეს სათამაშოს სროლის ეპიზოდიც - ამ ყველაფრის შემდეგ, ემი მარტინესი საფრანგეთში საძულველი პერსონა გახდა.
შეგახსენებთ, რომ „ასტონ ვილასა“ და პსჟ-ს შორის გასამართი პირველი მეოთხედფინალური დაპირისპირება 9 აპრილს პარიზში გაიმართება. განმეორებითი კი 15 აპრილს ბირმინგემში.