გურამ ქუთათელაძე, რენატო მოიკანო
Aa
Aa

„ქუთათელაძის მარცხი ამის დასტურია“ | მოიკანომ გურამის ჩხუბი გაიხსენა

UFC-ის ბრაზილიელი მებრძოლი, რენატო მოიკანო გურამ ქუთათელაძისა და კაუე ფერნანდესის ჩხუბს გამოეხმაურა. „ქართველი ვიკინგი“ მსაჯების ერთსულოვანი გადაწყვეტილებით დამარცხდა და მოიკანომ ეს შედეგი საკუთარი მოსაზრების გასამყარებლად გამოიყენა.

„მინდა, მსუბუქ წონით დივიზიონზე ვილაპარაკო. გურამის ჩხუბი ნახეთ? ბრაზილიელი მებრძოლი მასზე დომინირებდა. ჩვენი წონის პრობლემა სწორედ ესაა. მახსოვს, რამდენიმე წლის წინ, როდესაც ქუთათელაძე UFC-ში გამოჩნდა, ყველა ამბობდა, რომ ის ახალი ხამზატ ჩიმაევი იყო.

მსუბუქი წონითი დივიზიონი იმდენად კონკურენტუნარიანია, მებრძოლები, რომლებზეც ამბობენ, რომ ჩემპიონები გახდებიან, UFC-ში 2-3 წელიწადს ვერ ძლებენ. ასე რომ, პატივი მეცით და ბენილ დარიუშ, მალე გნახავ“.

შეგახსენებთ, რომ მოიკანომ ბოლო ორთაბრძოლა ისლამ მახაჩევის წინააღმდეგ გამართა და პირველ რაუნდში, მახრჩობელა ილეთით დამარცხდა. მანამდე, „იზი მანი“ ბენუა სენ დენი, ჯეილინ ტერნერი, დრიუ დობერი და ბრედ რიდელი დაამარცხა.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები
ასევე დაგაინტერესებთ
უკან პირველი ბრუნდება და პრესინგში ერთვება | ენრიკე კვარამ გააკვირვა
უკან პირველი ბრუნდება და პრესინგში ერთვება | ენრიკე კვარამ გააკვირვა