„თუ UFC-ს ჩემი დაბრუნება სურს“ - მასვიდალმა პირობა დაასახელა
UFC-ის ლეგენდარულმა მებრძოლმა, ხორხე მასვიდალმა დაასახელა პირობა, თუ რა შემთხვევაში განაახლებდა ის კარიერა.
„თუ UFC-ს ხელმძღვანელობაში სურთ, რომ დავბრუნდე, მაშინ მათ ლეონ ედვარდსთან ჩხუბი უნდა მომცენ. ამის შემდეგ კი ვიჩხუბებ მასთან, ვისაც დივიზიონის საჩემპიონო ქამარი აქვს. ეს დენა უაითს გადაეცით. მე ედვარდსს ყველა ასპექტში ვჯობივარ. ის 5 რაუნდს ვერ გამიძლებს“, - თქვა ამერიკელმა მებრძოლმა.
შეგახსენებთ, რომ ხორხე მასვიდალი 40 წლისაა. ამერიკელი მებრძოლი UFC-ის ეგიდით 2013-დან 2023 წლამდე ჩხუბობდა.
ამ პერიოდის განმავლობაში მასვიდალმა ორჯერ იჩხუბა ქამრისთვის, მაგრამ ორივეჯერ ნიგერიელ კამარუ უსმანთან დამარცხდა.
აქვე გეტყვით, რომ სხვადასხვა დროს მასვიდალს ნეიტ დიაზი, ბენ ასკრენი, დარენ ტილი, დონალდ სერონე და მაიკლ კიეზა ჰყავს დამარცხებული.