მესამე ტრავმა სეზონში - ბარსელონას ოლმო ისევ გამოაკლდა
„ბარსელონას“ შემტევმა, დანი ოლმომ „ოსასუნასთან“ მატჩის პირველ ტაიმში ტრავმა მიიღო და რამდენიმე კვირას იუქმებს. ამის შესახებ ინფორმაცია კატალონიური კლუბის ოფიციალურ ვებგვერდზე გამოქვეყნდა.
„დღეს დილით ჩატარებულმა გამოკვლევებმა აჩვენა, რომ დანი ოლმოს მარჯვენა ფეხის მომზიდველი კუნთის ტრავმა აქვს, რის გამოც ის გუნდს დაახლოებით სამი თვის განმავლობაში ვერ დაეხმარება“, - აღნიშნულია განცხადებაში.
ცნობისთვის, ეს ოლმოსთვის მიმდინარე სეზონში მესამე ტრავმაა. 26 წლის ესპანელი ფეხბურთელი კატალონიურ კლუბს მიმდინარე სეზონში შეუერთდა და 28 მატჩში 8 გოლი და 5 საგოლე პასი მოაგროვა.
აქვე გეტყვით, რომ რამდენიმე მატჩი ოლმომ რეგისტრაციასთან დაკავშირებული პრობლემების გამო გამოტოვა. ოლმო და „ბარსელონას“ კიდევ ერთი ფეხბურთელი, პაუ ვიქტორი ესპანეთის სპორტულმა სასამართლომ გამონაკლისის წესით 7 აპრილამდე დაარეგისტრირა.